გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორში, კომბინატის დასახლებაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ორი წლის განმავლობაში დევნილებისთვის მრავალსართულიან კორპუსებს აშენებდა.
თოვლის პაპას და სანტა კლაუსს საახალწლო სურვილებს მხოლოდ ბავშვები არ უგზავნიან. წერილებს ხანდაზმულებიც სწერენ და მოკრძალებულ სურვილებს გამოთქვამენ.
გორში, ადმინისტრაციულ შენობაში, დილიდან ხმაური იყო - იძულებით გადაადგილებული პირები ბინების მიუღებლობასა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ერთმა ადამიანმა იქვე დაზიანება მიიყენა.
გორში საბჭოთა სიმბოლიკა დღეს ისევ გამოიფინა. კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა დიქტატორის 138-ე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო, შემაჯამებელი, შეხვედრა გაიმართა.
გუშინ საღამოს სამოქალაქო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან აქტივისტების მობილიზაცია და საპროტესტო აქციის ჩატარება გამოაცხადა, თუმცა ეს აქცია მხოლოდ განგრძობითი ოკუპაციის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული.
ადგილობრივთა დიდი ნაწილი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სოფელში შეყვანილია ბუნებრივი აირი, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იქ მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი გაზს გასათბობად ვერ იყენებს და მაინც შეშას აგროვებს.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 97 პირველკურსელი სტუდენტი სახელმწიფოსგან სწავლის გადასახადის დაფინანსებას ელოდება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტუდენტები სახელმწიფო პროგრამით წელსაც ისარგებლებენ.
ერთ დღეს ქეთი თედეევი დათო ტურაშვილს დაუკავშირდა და ნიქოზში ჩასვლა სთხოვა თანასოფლელ ბავშვებთან ოკუპაციასა და ევროპულ ღირებულებებზე სასაუბროდ.
გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, სამი მოადგილე, სამი თანაშემწე, სამი მრჩეველი, სამი კონსულტანტი და ორი მძღოლი ეყოლება. საშტატო ნუსხა გორის საკრებულომ დაამტკიცა. ეს თემა სოციალურ ქსელ ფეისბუკში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.
გიორგი გიუნაშვილი გუშინ ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულმა და ოსურმა სააგენტოებმა გაავრცელეს. გიორგი გიუნაშვილი გასული წლის ივნისში ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს.
მეორე დღეა გორში არ წყდება დისკუსია ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომელიც საქართველოში იოსებ სტალინის ნეშტის გადმოსვენებას ეხება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, კოდისა და ჭვრინისის, მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საზღვრის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებენ. სოფელ კოდასთან რკინის ღობე დაახლოებით 300 მეტრზეა აგებული.
გორის ახლად არჩეული საკრებულო პირველ სხდომაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 40-კაციან საკრებულოში დიდ უმრავლესობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ფლობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგის გამოცხადებას დაელოდება და ამის შემდეგ ხაშურის მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.
გორში წინა მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა. ქალაქის საკრებულო 2014 წელს აირჩიეს. თვითონ საკრებულოს წევრებიც აღიარებენ, რომ ეს იყო ყველაზე ხმაურიანი შემადგენლობა.
ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სამშობლოში გამგზავრებამდე იგი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ჯერ წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები მოისმინა, მოგვიანებით კი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ხაშურში ჩატარდება მეორე ტური.
ჩამოტვირთე მეტი