Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა პროტესტი გორში, თვითდაზიანების შემთხვევა ადმინისტრაციულ შენობაში


დევნილთა პროტესტი გორში
დევნილთა პროტესტი გორში

გორში, ადმინისტრაციულ შენობაში, დილიდან ხმაური იყო - იძულებით გადაადგილებული პირები ბინების მიუღებლობასა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ერთმა ადამიანმა იქვე დაზიანება მიიყენა. სოფელ სვენეთში მცხოვრები ვიტალი გამხუაშვილი სამართალდამცავებმა გადაარჩინეს. იქვე იმყოფებოდნენ გამხუაშვილის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. შორენა გელაშვილი აფხაზეთიდან დევნილია და დიდი ხანია ბინის მიღებას ითხოვს. როგორც თვითონ განმარტა, ოჯახი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად სიაში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ სიაში უკვე აღარ ფიგურირებს, რამაც მისი მეუღლე სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აქციის მონაწილეებს შეხვდა. დაზარალებულ გამხუაშვილის შესახებ განაცხადა, რომ მას დევნილის სტატუსი არ გააჩნია, მეუღლის სახლში ცხოვრობს და ბინა არ ეკუთვნის.

ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილი დევნილები აცხადებდნენ, რომ კომისია უსამართლოდ მოიქცა, როცა ბინები ისეთ ოჯახებს გადასცა, ვისაც არ ეკუთვნოდა, ხოლო ვისაც ეკუთვნოდა, ისინი ღია ცის ქვეშ დატოვა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აქციის მონაწილეებს შეხვდა. დაზარალებულ გამხუაშვილის შესახებ განაცხადა, რომ მას დევნილის სტატუსი არ გააჩნია, მეუღლის სახლში ცხოვრობს და ბინა არ ეკუთვნის. რაც შეეხება განაწილების პროცესს, მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ კომისიას ხარვეზები დაეშვა და თითოეული ოჯახის კიდევ ერთხელ გადამოწმების პირობა დადო.

თვითდაზიანების შემთხვევა
თვითდაზიანების შემთხვევა

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ წელს გორში 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა. 480 ოჯახი ბინას ელოდება, თუმცა მსურველების რაოდენობა ბევრად მეტია. ის ოჯახები, რომლებსაც ბინა არ შეხვდათ, სამინისტროში შექმნილ კომისიას უსამართლო განაწილებაში ადანაშაულებენ. კომისიას სპეციალური კრიტერიუმები ჰქონდა გამოცხადებული. ბინა პირველ რიგში იმ ოჯახს ეკუთვნოდა, ვინც ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა და სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნდა. დევნილების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ , მაგრამ სიაში მაინც ვერ მოხვდნენ. კომისია ოჯახების კრიტერიუმების გადამოწმებას აგრძელებს, იძულებით გადაადგილებული პირები კი საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG