გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების წაღვლისა და ჩორჩანას მიმდებარე ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია მონიშნეს.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების 11 შემთხვევა იყო, მაშინ როდესაც, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 21 ადამიანი იყო გატაცებული.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო ძალები სათვალთვალო კოშკურისა და ჯიხურის დამონტაჟებას განაგრძობენ.
პროკურატურამ ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატს გადასცა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ნიქოზთან დაკავებულ სასულიერო პირს, სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ. ნიქოზის ტაძრის დეკანოზი 4 თებერვალს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სასულიერო პირი სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დააკავეს.
მონტენეგროში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ულცინში, 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრა-ტრენინგი.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართი გაავლეს და ადგილობრივი ოჯახის, ბატონისაშვილების ბაღი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები შეწყვიტეს.
მეორე კვირაა ტრანსკავკასიური მაგისტრალი უხვი ნალექისა და ზვავის გამო ჩაკეტილია.
ლიბიაში დაკარგული მეზღვაური დავით რაზმაძე 21 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე. ლიბიაში ექსპერტიზის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა ცხედრის გადმოსვენების საკითხში უკვე ჩართულია.
ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 19 იანვარს ერთი დღით გაიხსნება. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო და სიის შედგენა დაიწყო.
სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორის პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დაზარალებულად ცნეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ დაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელების გამო „სახელმწიფო საზღვარი“ დროებით დაიკეტება 11 იანვარს, 20 საათიდან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში სამი ადამიანი გარდაიცვალა - ორი ქალი და ბავშვი. აქედან ლაბორატორიულად მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადგენილი H1N1.
სოფელ წნელისის ტყესთან მისასვლელი გზა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიჩხით ჩახერგეს, ტერიტორია კი საღებავით მონიშნეს და იქ ადგილობრივ მოსახლეობას შესვლა აუკრძალეს.
გორის კლინიკის, „გორმედის“, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა 39 წლის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით იყო დაავადებული.
ატოცელებს განსხვავებული ახალი წელი ჰქონდათ. სოფელში სტუმრიანობა იყო. პოლიციელები, სამოქალაქო აქტივისტები და ატოცის რამდენიმე მცხოვრები ღამის 12 საათზე საოკუპაციო ზოლზე გავიდნენ და ახალ წელს იქ შეხვდნენ.
ახალგორელების არჩევანის წინაშე დაყენება, - ან პასპორტი და ან საშვი თავისუფალი გადაადგილებისთვის, - თამარ მეარყიშვილის თქმით, მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემას შეუქმნის მთელ მოსახლეობას.
ჩამოტვირთე მეტი