ჩვენ ან ვიცხოვრებთ სახელმწიფოში, სადაც ძალოვანი უწყებები იქნებიან ხალხის სამსახურში და კანონიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს (წესრიგის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლას), ან დავრჩებით რეპრესიულ რეჟიმად, რომელიც დროდადრო, სპონტანური სახალხო პროტესტის გავლენით, გარკვეულ დათმობებზე მიდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საკუთარი ხალხის მჩაგვრელად რჩება