მართალია, 2015 წლის ნოემბრის გამოკვლევაში უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხებს შორის ტერიტორიულ მთლიანობას მესამე ადგილი ეკავა, ხოლო 2016 წლის მარტის გამოკითხვაში მეხუთეზე გადაინაცვლა, სინამდვილეში ეს, ვფიქრობ, იმის შედეგია, რომ დროებით წინა პლანზე გადმოვიდა ინფლაციის საკითხი.