ის საზოგადოება ვართ, სადაც ყველაზე გავლენიანი საზოგადოებრივი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ თანასწორობა არ გვჭირდება და რომ ადამიანები თანასწორები არ არიან. ამის განხილვას აქ არ დავიწყებ, რადგან შეუძლებელია კამათი იმათთან, ვინც პირდაპირ აცხადებს, რომ არაფრად აგდებს კაცობრიობის ერთ-ერთ უზენაეს ღირებულებას.