საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას დასაქმებულთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშო გარემო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საზოგადოებას წარუდგინა გამოკვლევა და 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
ევროსაბჭომ თავისი წევრი ქვეყნების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - მათ შორის საქართველოში - ჩაატარა კვლევა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მდგომარეობას 2013 წლისათვის.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხს განიხილავს. დღევანდელი საკონსტიტუციო რეგულაციებით, მოსამართლე უვადოდ ინიშნება.
თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის კედელზე ნახავთ კარადას, წარწერით: „აკადემიის განჯინა - გაიღე და მიიღე“.
მთავრობამ პარლამენტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად კანონპროექტი წარუდგინა.
სვირინგისა და სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი რისკის დაწესებულებებია, რომელთა მონიტორინგიც ჯანდაცვის სამინისტრომ 28 იანვარს დაიწყო. როგორ შეიძლება შემცირდეს C ჰეპატიტის გავრცელების რისკი?
კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართა სასწავლო ფილმების პრეზენტაცია. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ ერთად ჟურნალისტ თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმების მიზანია, სტუდენტებსა და დამწყებ ჟურნალისტებში მედიის ეთიკისა და სტანდარტების შესახებ დისკუსიას შეუწყოს ხელი.
28 წლის ბექა წიქარიშვილი მარიხუანის მოხმარებისა და შენახვის გამო შესაძლოა, მინიმუმ 7 წლით ციხეში აღმოჩნდეს. სასამართლო პროცესი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა, საბოლოოდ 26 იანვარს გაიმართა.
რამდენად თანმიმდევრულად აშუქებს მედია ამა თუ იმ ამბავს, რამდენად ღრმად იჭრებიან ჟურნალისტები ამბის არსში, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი მნიშვნელოვანი თემების, მათ შორის, კონფლიქტების, სოციალური საკითხებისა თუ სხვა ამბების წინ წამოწევაში?
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას გარემოს დამცველი ჯგუფები, უკვე წელიწადზე მეტია, აპროტესტებენ. რამდენიმე თვის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებული იყო.
საფრანგეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მასობრივ აქციას მსოფლიო ლიდერებთან ერთად უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
ფრანგული სატირული გამოცემის, „შარლი ებდოს“, თანამშრომლები 7 იანვარს ტერორისტულ თავდასხმას შეეწირნენ. წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ გამოცემის ოფისს სამი შეიარაღებული ადამიანი დაესხა.
თბილისში წინასაახალწლო ბაზრობა დაიწყო. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები გადატვირთულია. თუმცა ბაზრობაზე მისულები, უმეტესად, იმედგაცრუებულები რჩებიან, რადგანაც ფასები, წინა წლებთან შედარებით, მომატებულია.
კომპანია RMG-ის კაზრეთში სამუშაოების გაგრძელების ლიცენზია 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან ვადის გაგრძელებას ითხოვს.
სტვენითა და შეძახილებით დასრულდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ანთიძის, პრესკონფერენცია.
გარემოს დაბინძურებაზე სასჯელი 2015 წლის იანვრიდან მკაცრდება. ახალი კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაბინძურება ხასიათისა და კატეგორიის მიხედვით დაიყოფა.
10 დეკემბერს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ, ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების ფაქტი გააპროტესტეს.
9 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები - ერთი ოჯახის ოთხი წევრი: ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები.
თბილისის ქუჩებში გადატვირთული მოძრაობა პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ჰაერის მდგომარეობა განსაკუთრებით იმ ქუჩებზეა არასახარბიელო, სადაც ყოვედღიურად იქმნება ხერგილები.
ჩამოტვირთე მეტი