„ქალზე ძალადობა დანაშაულია“ - სწორედ ამ ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი 25 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს კიდევ 22 ქალაქში გამართულ აქციებზე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ძალადობის გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.