აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
„ქალზე ძალადობა დანაშაულია“ - სწორედ ამ ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი 25 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს კიდევ 22 ქალაქში გამართულ აქციებზე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ძალადობის გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელი მოაწერეს ხელისუფლების სახელზე დაწერილ პეტიციას, რომლითაც მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის სიმწვავის აღიარება და ადეკვატური ზომების მიღება მოსთხოვეს. აქციაზე წაიკითხეს საგანგებოდ ამ დღისთვის დაწერილი მანიფესტიც.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან