Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერჩევითი სამართალი თბილისის მიწისქვეშეთში


ძველ თბილისში, სიონის ტაძრიდან მეტეხის ხიდამდე, სამი ქარვასლაა შემორჩენილი, რომლებიც საზოგადოებისთვის უმეტესად დახურულია. ისტორიული ნაგებობები კერძო კომპანია “მეიდან ჯგუფს” ეკუთვნის, უფრო კონკრეტულად კი, ქარვასლათაგან ორი კომპანიის კერძო საკუთრებაა, მესამე კი, ისტორიის მუზეუმ “ქარვასლასთან” ერთად, 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული სამართავად. მიწის ქვეშ არსებული სამი ქარვასლიდან ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, ერთი კი უსტატუსოდაა დარჩენილი. რატომ მოქმედებს მიწისქვეშა ძეგლებზე შერჩევითი სამართალი? - ამ კითხვაზე პასუხი არც მფლობელს აქვს, არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსს და არც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს.

XS
SM
MD
LG