Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული უპასუხისმგებლობის სამი ოლიმპიური ამბავი


რა აქვთ საერთო ძიუდოისტ დავით ხახალეიშვილს, მოკრივე მერაბ თურქაძეს და საქართველოს სამი სამზე კალათბურთის ახალგაზრდულ ნაკრებს?

ყველამ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, მაგრამ...

დავით ხახალეიშვილი 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა, მაგრამ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობის გამო ასაწონად სხვა დარბაზს მიაშურა. ნამდვილ ასაწონ დარბაზში მისასვლელად კი დრო აღარ ეყო და შეჯიბრებიდან მოხსნეს.

მერაბ თურქაძე ლონდონი 2012-ის მონაწილე ერთადერთი ქართველი მოკრივე იყო. აწონვასაც მიუსწრო, მაგრამ დასაშვებ წონაზე 300 გრამით მძიმე აღმოჩნდა და ოლიმპიურ კონკურენციას უბრძოლველად ჩამოაშორეს.

კალათბურთელებს: ლუკა მაზიაშვილს, ოთარ პერტაიას,ზურაბ ჟღენტსა და ლაშა მიქელაძეს 2018 წლის 9 ოქტომბერს, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სლოვენიის ნაკრებთან მატჩით უნდა გაეხსნათ, მაგრამ თამაშზე მხოლოდ სლოვენიელები გამოცხადდნენ. ქართველებმა თადარიგი ვერ დაიჭირეს და დარბაზში მისვლა საცობის გამო დააგვიანდათ. სლოვენიის ნაკრების წევრებმა ტექნიკური გამარჯვებით გაიხარეს.

ხახალეიშვილისგან და თურქაძისგან განსხვავებით, კალათბურთელები დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ და ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებენ.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG