უეფას ერთა ლიგის 2020 – 2021 წლების ჯგუფური ეტაპის მატჩებს მიმოიხილავს ვეტერანი დინამოელი ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია;
თბილისის დინამოსა და მოსკოვის ტორპედოს 1964 წლის 18 ნოემბრის მატჩის რეპორტაჟზე ტაშკენტში გამგზავრების ისტორიას იხსენებს კოტე მახარძე საარქივო ინტერვიუში, რომელსაც მატჩის ბოლო წუთზე ემოციებიც ახლავს;
ნანა მჭედლიძის მხატვრული ფილმ „პირველი მერცხლის“ ფრაგმენტებით მთავრდება ამ დღის სპორტული პროგრამა.