Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს


არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყეს. სამცხე-ჯავახეთში ხმის მიცემის პროცესს პარტიების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც აკვირდებოდნენ.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, საბოლოო ჯამში, მშვიდ ვითარებაში ჩატარებულად მიიჩნევს. ირმა ბასილაშვილი განმარტავს, რომ მათი ორგანიზაცია თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში იყო წარმოდგენილი, ყველაზე მეტი საჩივარი კი, ბასილაშვილის თქმით, მარნეულსა და ახალქალაქში დაიწერა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნები“, ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების საფუძველზე, ასკვნის, რომ ხმის დათვლის პროცესი, უმეტესწილად, საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. ნინო ბიბილეიშვილი განმარტავს, რომ დარღვევები სამცხე-ჯავახეთში - ყველაზე მეტად ახალქალაქში - დაფიქსირდა. იგი 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტსაც ეხმაურება.

კენჭისყრის დღეს დარღვევები დაფიქსირდა ახალციხეშიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ საჩივრები დაიწერა თითქმის ყველა უბანზე.

ახალციხის ოლქის თავმჯდომარე თეა გავაშელი ჩატარებულ არჩევნებს აფასებს როგორც მშვიდს და აცხადებს, რომ “ახალციხის ოლქში დარღვევებზე სულ 8 ოქმი შემოვიდა".

XS
SM
MD
LG