Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, ტომოსი და „თერმოსი“


მოსკოვი არ აპირებს შეეგუოს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს და მზად არის დაუპირისპირდეს ყველა დამოუკიდებელ ეკლესიას, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტომოსით დადასტურებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ქვეყნის შიგნითაც არაერთი გამოცდა ელის.

  • პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით გამართულ ე.წ. „ტომოს-ტურებს“ არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხუმრობით „თერმოსი“ უწოდა.
  • როგორ აფასებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ეკლესიის პოზიციას? „ჯობს გადაწყვეტილების მიღება გადაიდოს, მაგრამ მომავალში პოზიტიური შედეგი მივიღოთ, ვიდრე შეეცადო ახლავე - ხვალ ან ერთ კვირაში - ამის გაკეთებას და შედეგად მივიღოთ ნეგატიური გადაწყვეტილება“, - ინტერვიუ მთავარეპისკოპოს ევსტრატისთან.
  • მართლმადიდებლურ რუკაზე აღმოცენებული ახალი ავტოკეფალიური ეკლესიის დამოუკიდებლობა არ უღიარებია მსოფლიოს არც ერთ, მათ შორის არც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
  • თავისუფლების #კითხვები: რატომ გაუარესდა საქართველოში მედიის მდგრადობის ინდექსი
  • შინ - უცხოეთში# როგორ აცხობს ფრანგი მეპურე ნამდვილ ქართულ პურს კახეთში

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG