Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან


8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები.

შეზღუდვები, რომლებიც იხსნება:

მიმოსვლა

  • შესაძლებელი ხდება მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა.

ეკონომიკური საქმიანობა

  • დასაშვები ხდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცის გახსნა;
  • დასაშვები ხდება სასტუმროების მუშაობა, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს;
  • ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.

შეზღუდვები, რომლებიც რჩება:

მიმოსვლა

  • კვლავ აკრძალულია რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის;
  • აკრძალულია ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ პირბადით.

განათლება და სპორტი

  • სკოლებსა და უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი დასაშვებია დისტანციურად. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება შეუძლიათ უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ტრენინგები, კონფერენციები და სემინარები უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • კვლავ აკრძალულია ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება.

თავშეყრა

  • აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა;
  • დახურულ სივრცეში ყველა პირი ვალდებული ატაროს პირბადე.

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია ​სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები.
  • აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
XS
SM
MD
LG