Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ნიშანი, რითაც COVID-19 გრიპისგან განსხვავდება


გავრცელების სისწრაფე

გამოცდილება აჩვენებს, რომ გრიპი COVID-19-ზე სწრაფად ვრცელდება.

კონტაგიოზურობის ინდექსი

კონტაგიოზურობის ინდექსი ითვლის თუ რამდენი ადამიანის ინფიცირება მოყვება ინფიცირების ერთი შემთხვევას. ეს ციფრი COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

ბავშვები

ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის გავრცელების თვალსაზრისით. COVID-19 კი არასრულწლოვანებს ნაკლებად ემართებათ. ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადება, როგორც წესი, მოზრდილებიდან ბავშვებზე ვრცელდება და არა პირიქით.

გრიპი ვრცელდება სიმპტომების გამოვლენამდე

გრიპის ვირუსი დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე ძირითადად მანამდეგადადის, სანამ დაავადებულს სიმპტომები აღმოაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გადავიდეს, ამჟამად, ვირუსის ეს თვისება არ არის მიჩნეული როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მაღალი ლეტალობა

COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მათთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არის აუცილებელი. ვარაუდობენ, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევების რაოდენობა COVID-19-ის შემთხვევაში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გრიპის შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG