Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება, თუკი მეტრო არ იმუშავებს?


3 მაისისთვის დაგეგმილი მეტროს მემანქანეების გაფიცვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა. მეტროს 240-მდე მემანქანე ითხოვს ანაზღაურების 45%-ით ზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივნისის დასაწყისში გაიფიცებიან. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სატრანსპორტო კომპანიას ხელფასების გაზრდის რესურსი არ გააჩნია. თბილისის მეტროპოლიტენს დღეში საშუალოდ 350-400 ათასამდე მგზავრი გადაჰყავს. მეტროს მემანქანეების გაფიცვა იგეგმებოდა 2016 წლის აპრილშიც. თუმცა გაფიცვა მაშინაც, სატრანსპორტო კომპანიის სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ ერთი თვით გადადო.

XS
SM
MD
LG