19 მაისს გამართულ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პარტიებიდან შესული 61 საჩივრიდან 5 საჩივარი დააკმაყოფილა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემკობა ასანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაკმაყოფილდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)“ ოთხი და „სამართლიანი არჩევნების“ ერთი საჩივარი.
„საუბარია ხუთ უბანზე მომხდარ პროცედურულ დარღვევებზე, რის გამოც საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს და მდივნებს მიეცათ გაფრთხილებები და შენიშვნები“, თქვა კობა ასანიძემ.
ნათია ქოქოშვილმა, საია-ს დამკვირვებელმა 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ ხუთი საჩივარი წარადგინეს, რომელთაგანერთი არ დაკმაყოფილდა.
„77-ე უბანზე მიცემული ხმების რაოდენობა აღემატებოდა ბიულეტენების რაოდენობას, თუმცაამ დარღვევისგამო დაწერილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“, თქვა ნათია ქოქოშვილმა.
საიას საჩივრების საფუძველზე, 79-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარესშენიშვნა მისცეს არჩევნების დასრულების შემდეგ საოლქო კომისიაში დაულუქავი ბეჭდის წარდგენისთვის,ხოლო მე-9 უბნის თავმჯდომარეს იმის გამო, რომ სარეგისტრაციო ჟურნალს არ აწარმოებდა.
„25-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს საყვედური გამოუცხადეს შემაჯამებელ ოქმში შეტანილი ცვლილებებისთვის, ამავე მიზეზით საყვედური გამოუცხადეს მე-9 უბნის მდივანს “, თქვა საიას დამკვირვებელმა.
22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვანო პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ საოლქო კომისიაში შესულ დაახლოებით 30 საჩივარში დამკვირვებლები თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
„საჩივრების განხილვა რეალურად არც მომხდარა. საოლქო კომისიას არ შეუსწავლია უბნებზე მომხდარი დარღვევების ფაქტობრივი გარემოებები. შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით კომისიას საერთოდ არ უმსჯელია და მხოლოდ მსუბუქი შენიშვნებით შემოიფარგლა“, თქვა ვანო პეტრიაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სახელისუფლებო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 78.6-მა პროცენტმა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა ხმების 11,49 პროცენტი დააგროვა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა - 7,54 პროცენტი. არჩევნებში სულ 15 კანდიდატი მონაწილეობდა.