კვოტების გაუქმებისთვის ბრძოლა „გირჩის“ და „ქართული ოცნების“ ღიად გაცხადებული თანამშრომლობის შედეგია - იმ დროს, როცა „გირჩი“ ამ თანამშრომლობის მიღწევად წარმოჩენას ცდილობდა, „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგში დააბრუნა „აგენტების კანონი“.
რადიო თავისუფლებისთვის 3 აპრილს მიცემულ ინტერვიუში პარლამენტარი, პოლიტიკური პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია პასუხობს კითხვებს „ქართული ოცნების“ ინიციატივების, მათი გეგმების და პოლიტიკოსი ქალების უფლებების შესახებ.