ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება ჯანდაცვის სისტემების სფეროს პრაქტიკოსს, საერთაშორისო სპეციალისტს, ექიმ გიორგი გოცაძეს.
პოდკასტის თემებია:
- რამდენად მომზადებული აღმოჩნდნენ წამყვანი აკადემიური თუ კვლევითი ცენტრები ეპიდემიისთვის?
- რა როლი ითამაშა სხვა ქვეყნებში მოდელირებულმა პროგნოზებმა?
- როგორ იქმნება მოდელები?
- როგორ ვიყენებთ ან შეგვიძლია გამოვიყენოთ მოდელირება საქართველოში?
- შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რაც ნაკლებად ვიცავთ თავს, მით უფრო ვაიძულებთ ჩაგვკეტონ?
ცნებების და ტერმინების განმარტება
ვირუსის რეპროდუქციის რიცხვი R
რეპროდუქციული რიცხვი გვიჩვენებს ერთ ადამიანს რამდენის დაინფიცირდება შეუძლია.
რიცხვ R-ს ნაწილობრივ განაპირობებს ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი - საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. როდესაც R<1, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია უკუსვლას იწყებს.
სოციალური თუ ფიზიკური დისტანცირება?
ფიზიკური დისტანცირება ნიშნავს ფიზიკური დაშორებას ( მაგ. 2-2.5 მეტრი) ადამიანებს შორის. სოციალური დისტანცირება გულისხმობს ტრადიციული სოციალური ჩვევების შეზღუდვას - მაგალითად, შეხვედრისას უარის თქმას ხელის ჩამორთმევაზე, გადაკოცნაზე, ჩახუტებასა და ა.შ.