Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია ტყიბულში - სიცოცხლის უფლებისთვის


საპროტესტო აქცია ტყიბულში
საპროტესტო აქცია ტყიბულში

“სიცოცხლის უფლებისთვის და ქალაქის გადარჩენისთვის” - ამ სლოგანით გაიმართა დღეს ტყიბულში აქცია, რომელზეც უსაფრთხო შრომის პირობები, საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვალების ფაქტების დროულად გამოძიება, ხელფასის ანაზღაურება და შახტის ადმინისტრაციის გადადგომა მოითხოვეს მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულებმა, მათი ოჯახის წევრებმა, პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა და სამუშაოს დროს შახტში გრდაცვლილთა ახლობლებმა.

აქცია ტყიბულში - სიცოცხლის უფლებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00
გადმოწერა

დღესვე მაღაროელებმა „საქნახშირი ჯი აი ჯის ჯგუფის“ მფლობელ დავით ბეჟუაშვილს მიმართეს კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის, თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, რისთვისაც ხელმოწერები შეაგროვეს. მინდელის სახელობის შახტის ნომერ მეექვსე უბნის სამთო ოსტატის, ხვიჩა გაბუნიას, განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეშახტეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 23 ივლისს თანამდებობიდან დაითხოვეს წარმოების დირექტორი, შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი, აქციის მონაწილები უკმაყოფილონი არიან, უნდობლობას უცხადებენ საწარმოს ადმინისტრაციას და მოითხოვენ გენერალური დირექტორის გადაყენებასაც.

საპროტესტო აქციაზე ხელმოწერები შეაგროვეს
საპროტესტო აქციაზე ხელმოწერები შეაგროვეს

ხვიჩა გაბუნიას განცხადებით, თუ შესაძლებლობა მიეცემათ „საქნახშირი ჯი აი ჯის ჯგუფის“ მფლობელ დავით ბეჟუაშვილს წარუდგენენ საკუთარ კანდიდატებს საწარმოს ადმინისტრაციის თანამდებობებზე. ტყიბულის საქნახშირის პირველადი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის, განცხადებით, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ადმინისტრაციას, რათა დოკუმენტურად დაუდასტურდეთ პრემიერის განცხადება შახტში გამოძიების დასრულებამდე იქ დასქმებულთათვის ხელფასის გადახდის შესახებ. გაგა ისაკაძის ინფორმაციით, მეშახტეებს მოთხოვნაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

დასაქმების ადგილზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით ტყიბულში გამართულ აქციას შეუერთდნენ სამტრედიის რკინიგზის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ახალგაზრდული პროფესიული კავშირების წევრები. როგორც სამტრედიის რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელი დავით ვაშაკიძე ამბობს, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შახტში მომხდარი უბედური შემთხვევებისას დაღუპულთა რაოდენობა მოწმობს, რომ საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაუცველია, რის გამოც რკინიგზელებიც უერთდებიან მაღაროელთა მოთხოვნას.

მაღაროელებმა ტყიბულში აქცია გამართეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00

მეშახტეთა აქციაზე მივიდა ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, რომლის განცხადებით, იგი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და იზიარებს მათ მოთხოვნას, საწარმოში შრომის უსაფრთხო პირობები შეიქმნას.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს, შახტში საგამოძიებო და უსაფრთხოების ნორმების მოსაწყობად სამუშაოების დროულად დასრულება და შახტის მუშაობის განახლებაა. როგორც გასული წლის მაისში საწარმოო შემთხვევისას გარდაცვლილი ბიქტორ დაღუნდარიძის ცოლი, მანანა დაღუნდარიძე, ამბობს, ტყიბულში მცხოვრებთათვის თავის გასატანად და საბანკო ვალდებულებების დასაფარად შახტი დასაქმების ერთადერთი ადგილია.

ბავშვები საპროტესტო აქციაზე
ბავშვები საპროტესტო აქციაზე

ტყიბულის ცენტრში თითქმის სამი საათი გრძელდებოდა აქცია და, მისი მონაწილეების თქმით, აქცია შეწყდა იმ მიზეზით, რომ ჯამბულ ჯაყელისგან მიიღეს გვიან საღამოს შეხვედრის დაპირება. მეშახტეთა განცხადებით, თუ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სასურველი შედეგი არ მოჰყვა, ხვალ აქციას გააგრძელებენ და, შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართონ.

XS
SM
MD
LG