Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზები აჭარიდან - ჩვენი მუჰაჯირები


ბევრმა არ იცის, რომ აჭარაში დღემდე ცხოვრობენ აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები - მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთიდან გამოდევნილთა შთამომავლები, რომლებმაც გზაში დიდი განსაცდელი გამოიარეს. სწორედ მუჰაჯირების ცხოვრებას ეძღვნება რადიო თავისუფლების ფილმი, რომელიც ლელა კუნჭულიას მიერ მიღებული ევროკავშირის სპეციალური პრიზის [მშვიდობის ჟურნალისტიკაში] ფარგლებში მომზადდა.

24 წლის ნერიმან აშლარბა მუჰაჯირების შთამომავალია. ბათუმში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დღემდე აფხაზური ტრადიციებით ცხოვრობს. ნერიმანს ბევრი მეგობარი ჰყავს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში და წუხს, რომ მათ ხელი არ მიუწვდებათ განვითარების შესაძლებლობებზე, რითაც თავად აქტიურად სარგებლობს.

ფილმში შეხვდებით მუჰაჯირების სხვა შთამომავლებსაც. ფილმში აღწერილია აფხაზების ცხოვრება აჭარაში - მათი ყოველდღიურობა, ტრადიციები, სამეზობლო ურთიერთობები. ნახავთ აფხაზური ხალვის დამზადების რიტუალს და სოფელ ფერიის საჯარო სკოლას, სადაც აფხაზური ენა ისწავლება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG