ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 19 იანვარს გამოაცხადა. ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ლაპარაკობს მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე, რომ საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყოს და სავარაუდო დამნაშავეები დაისაჯონ. მანამდე კი, საქმე გაიგზავნება ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში. როგორც არაერთხელ უთქვამთ, მაჩალიკაშვილების ოჯახის მთავარი მიზანია, „თემირლანს ტერორისტის იარლიყი ჩამოშორდეს“.
2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭის მამა გვეუბნება, რომ სახელმწიფომ მას ცხოვრება დაუნგრია, სიხარული წაართვა და იმდენად გადაუჭრა ყველა გზა, რომ მანამდე წარმოუდგენელი ნაბიჯიც გადაადგმევინა - პოლიტიკისკენ. მალხაზ მაჩალიკაშვილმა რადიო თავისუფლების შეკითხვებს უპასუხა.