ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ინტერნეტკაზინოების აკრძალვას მოითხოვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ინტერნეტკაზინოებს, განსხვავებით ჩვეულებრივი კაზინოებისგან, სახელმწიფოსთვის არანაირი მოგება არ მოაქვს - პირიქით, ის ფული, რასაც ადამიანები მსგავს თამაშებში იხდიან, საეჭვოდ ქრება. ამ თემაზე გიორგი გოგუა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელს, ზურაბ კუკულაძეს, ესაუბრა.