Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუკიკიოს სტუმრობისა და უგულავას დაკითხვის კვირა


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა
გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი, რომლის მსვლელობისას ჯანი ბუკიკიო საქართველოს ხელისუფლების სამივე შტოს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ერთ-ერთი რჩევის მიხედვით, მეტი დრო უნდა დაიხარჯოს არასასწრაფო და არაგადაუდებელ საკანონმდებლო ცვილებებსა და გასატარებელ რეფორმებზე:

„პარლამენტის თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დიდი ალბათობით, განხორციელდება სპეციფიკური, გადაუდებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ კონსტიტუციის უფრო სიღრმისეული გადახედვისთვის დროა საჭირო და ეს პროცესი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით წარიმართება. ბატონი უსუფაშვილი და მე შევთანხმდით, საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისიაში იმუშაოს მეკავშირე მოხელემ, ვენეციის კომისიასთან მუდმივი კონტაქტის დასამყარებლად და კონსულტაციების პროცედურის გასამარტივებლად”.

ამ ეტაპზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ყურადღების ცენტრშია ორი კანონი - კანონი ”ამნისტიის შესახებ” და კანონი ”საერთო სასამართლოების” შესახებ. ჯანი ბუკიკიოს თალსაწიერში მოექცა ასევე საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებთი ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
ჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო

”მან განმიმარტა სრული კონტექსტი და გარანტიები, რაც საჭიროა ამ კომისიის შესაქმნელად და მისთვის მეტად სპეციფიკური მანდატის მისანიჭებლად. ეს იქნება დამოუკიდებელი კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მსგავსად, რომელმაც თითქმის 10 წლის წინ შეწყვიტა საქმიანობა და რომელიც ღებულობდა გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ამდენად, თუკი კომისიის წევრთა დამოუკიდებლობის გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება, ასეთი კომისიის შექმნა შესაძლებელია”.

გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწია იმის მტკიცება, რომ არანაირი მოლაპარაკებები საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში დაბრუნების შესახებ არ მიმდინარეობს, თუმცა მეტი დამაჯერებლობისათვის ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ პარტიას ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობის კანონით დადასტურებისკენ მოუწოდა. ”ნაციონალური მოძრაობისა” და საპარლამენტო უმცირესობის სახელით საკანონმდებლო ინიციატივა 30 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მედიას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააცნო:

„საქართველო არ გაწევრიანდება დსთ-ში, არ გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, არ გაწევრიანდება ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, საბაჟო კავშირში და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა არის წამყვანი ძალა და გაერთიანებები საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”.

საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უპასუხა. გაირკვა, რომ მსგავს დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ეგიდით:
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ეს პროცესი პარლამენტში დაწყებულია, არსებობს კონკრეტული პროექტი და თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მზაობა ამ პროცესში ჩართვისა, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ, ეს იქნება კანონის ფორმით, რეზოლუციის ფორმით თუ შეთანხმების ფორმით, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარ საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის გაყოლა”.

გასული კვირა მძიმე აღმოჩნდა თბილისის სამარშრუტო ტაქსების მგზავრებისათვის. 25 იანვარს დაწყებული გაფიცვა ლამის მთელი გასული კვირა გაგრძელდა. გლდანში მდებარე ავტოპარკთან შეკრებილი მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შპს ” თბილისის მიკროავტობუსისათვის” გადასახდელი დღიური გეგმის შემცირებას და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნას მოითხოვდნენ. მძღოლების კიდევ ერთი მოთხოვნა მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის შემცირებაც იყო. 25 იანვარს დაწყებული გაფიცვა 1 თებერვალს მძღოლების მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა: ყადაღა
კიდევ კარგი, სამუშაო დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა, თორემ დაზღვევის არქონის ფონზე რა უნდა ექნა, როგორ ემკურნალა, არ ვიცი. ამ პროფესიას უცხოეთის ქვეყნებში განსაკუთრებულად აფასებენ, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა...
ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველი

მოეხსნა ყველა ავტობუსს, მძღოლებს მიეცათ უფლება თავად აირჩიონ ტექნიკური მომსახურების ადგილი, ხოლო გაფიცვის წამომწყები მძღოლები სამსახურში დაბრუნდნენ. გასულ კვირაში, მძღოლების მსგავსად, შრომის არასათანადო პირობებისა და ანაზღაურების გამო უკმაყოფილება გამოხატეს თბილისელმა მეხანძრეებმა, რომლებმაც საკუთარი უფლებების დასაცავად პროფესიული კავშირის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს:

„მეხანძრე-მაშველებს არ გვაქვს არანაირი სოციალური შეღავათი - ეს მაშინ, როცა ჩვენი სამსახური მილიონნახევრიან ქალაქს ემსახურება. არ გვაქვს სიცოცხლის და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა. სწორედ ამიტომ გვინდა ამ პრობლემების მოგვარების მიზნით დავიწყოთ მოლაპარაკება ჩვენს დამსაქმებელთან. ბევრი ჩვენი თანამშრომელი რაიონიდანაა ჩამოსული. ხელფასი აქამდე იყო 420 ლარი. წარმოიდგინეთ, ეს ფული რაში უნდა ეყოთ ადამიანებს - გზის ფულად, საკვების ფულად, დალაგების თუ რის? ამას ისიც ემატება, რომ თითქმის ყველას აქვს ბანკის დავალიანება. კიდევ კარგი, სამუშაო დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა, თორემ დაზღვევის არქონის ფონზე რა უნდა ექნა, როგორ ემკურნალა, არ ვიცი. ამ პროფესიას უცხოეთის ქვეყნებში განსაკუთრებულად აფასებენ, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა”.

კვირის მიწურულს თბილისის მერი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს. შესაბამისი უწყების მიტანამდე, გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება უგულავას დაკითხვა მოწმის სტატუსით საქმეში, რომელიც „თბილსერვისჯგუფში“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დასაქმების მართლზომიერებას იკვლევს:

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
„გვაინტერესებს მან იცოდა ის, რომ იქ დასაქმებას ფიქტიური ხასიათი ჰქონდა; იცოდა თუ არა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ დასაქმებული; იცოდა თუ არა ის, რომ 2010 წლის არჩევნების დროს ეს ადამიანები ასრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს, როგორც მის, ასევე „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ“.

გასული კვირის ბოლოს საყურადღებო განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომლის თქმითაც, მოქმედი ხელისუფლება ისეთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მას ოთხ წელიწადს ვერ დააცდის. კვირის განმავლობაში არ შეწყვეტილა საპროტესტო გამოსვლები პარტიიდან გარიყული „ქართული ოცნების“ რეგიონალური აქტივისტებისა, რომლებსაც პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეგზავნილი აგენტები უწოდეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG