პრემიერის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, პარლამენტის მიერ დაძლეული პრეზიდენტის ვეტო, საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი, ციხიდან 84 ვადაზე ადრე გათავისუფლებული და ციხეში ერთი გარდაცვლილი პატიმარი - დაახლოებით ასე გამოიყურება 2012 წლის ბოლო კვირა.
გასული კვირა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ტრადიციად ქცეული ყოველთვიური პრესკონფერენციით დაიწყო, რომელზეც ივანიშვილმა ბოლო ორი თვის განმავლობაში მთავრობის მუშაობა შეაფასა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოჰაბიტაციის პროცესი ჯერჯერობით ვერ მიდის წარმატებით:
”კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა. სამართლიანობის აღდგენის რეჟიმს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ოპოზიციის ისტერიკული გამონათქვამები. მათ ვერ მოახერხეს კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა”.
ამავე პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით შემცირდება. ეს ეხება იმ აბონენტებს, ვინც 0-დან 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. კლება არ შეეხება მათ, ვინც 300 კვტ-ზე მეტს მოიხმარს, მათთვის ტარიფი კვლავ 17.70 თეთრი დარჩება.
ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების მიმართულებით ”ძალიან კარგად” მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს, რომელიც ელექტროენერგიის გაიაფებას მომავალი წლის 1 იანვრიდან ვარაუდობს. თუმცა, ოპონენტების აზრით, მადლიერება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგანაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ამომრჩეველთა გაწბილებას გამოიწვევს.
”ეს არის ამომრჩევლის მოტყუება, ქართველ ხალხს ასეთი მოლოდინი არ ჰქონდა...” - განაცხადა 24 დეკემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დაანონსებული გაიაფების პირობებში მომხმარებელი მეტად მცირე შეღავათს მიიღებს და ეს შეღავათი გაცილებით ნაკლები იქნება 1000-ლარიანი ვაუჩერის განუხორციელებელ სარგებელთან შედარებით:
”ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეიტანა ჩვენმა მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც, სხვა შეღავათებთან ერთად (როგორიც იყო სოფლის პროგრამა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა), ითვალისწინებდა თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას და პრაქტიკულად დეკემბერში უკვე დარიგებული იქნებოდა - ყველა ოჯახს ექნებოდა 1000-ლარიანი ვაუჩერი. თუკი ამ ვაუჩერს გადავთვლიდით თითო თვეზე, თითო ოჯახი მიიღებდა 23 ლარ შეღავათს. მე მინდა ყველამ შეადაროს ციფრები 23 ლარი და 3 ლარი და 54 თეთრი”.
28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ პლენარულ სხდომაზე კენჭი კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტის ჩაგდების შემდეგ უყარეს. ვეტოს დაძლევას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" მიღებულ დადგენილებაში შეყვანილ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს ოპერაცია ”ენვერისა” და ჯაშუშობის სხვა საქმეებზე იხდიან, ამნისტია არ უნდა შეეხოთ. პრეზიდენტს კანონპროექტის მიმართ სხვა შენიშვნებიც ჰქონდა:
”არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ხუთი პოლიტპატიმარია აღიარებული ბელარუსში, 11 ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა, რომ 200 პოლიტიკური პატიმარი გვყავს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს უშვებენ ჩემ ჯინაზე და არა ვიღაცის დაკვეთით, რადგან, თუ რუსეთის აგენტებს უშვებ, ამას ან ვიღაცის ჯინაზე აკეთებ და ან რუსეთის პირდაპირი შემოტევით”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ამნისტიის კანონის ერთ-ერთმა ავტორმა კი, ეკა ბესელიამ, ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთ პრეტენზიაზე, რომელიც, ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით, პოლიტპატიმართა გათავისუფლების საკითხს გულისხმობს.
”ვინც ჯაშუშია, ის უნდა გასამართლდეს, მაგრამ შოუები და სხვა პიარაქციები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს აქცევდნენ ჯაშუშებად და იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, სწორედ ასეთ ადამიანებს ვუწოდებთ ჩვენ პოლიტპატიმრებს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სახელმწიფოს თურმე ანგრევს 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი, სახელმწიფოს არ ანგრევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ქვეყანას ღირსებას უნარჩუნებს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
”საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. 26 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს ცამეტი წევრიდან რვამ ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში ხმა მისცა გიორგი ბარათაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მოადგილე იყო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კონკურსის დროს სამეურვეო საბჭოს სურვილი იყო მოეყვანა ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც, პირველ რიგში, ტელევიზიის ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ, ასევე საკადრო პრობლემებს მოაგვარებდა. ბარათაშვილის კანდიდატურა, გახელაძის თქმით, კრიტერიუმებს იდეალურად თუ არა, საკმარისად აკმაყოფილებს. ლევან გახელაძე თავის პირად არჩევანს სხვა მიზეზებითაც ხსნის:
”ის პროფესიონალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბარათაშვილმა ორი ძალიან სერიოზული პროექტი ჩააბარა. ეს იყო მესამე არხი, რომელიც თვე-ნახევარში ააწყო ტექნიკურად და ეთერში გაუშვა, და ქუთაისის პროექტი. ყველა მოწმეა, თუ როგორი ხარისხის სიგნალი მოდის ქუთაისიდან. ამიტომ, მე ვფიქრობ, არხის მომავალი შეიცვლება უკეთესობისკენ. გასაგებია, რომ ყველას გვინდა ეს მალე მოხდეს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ჩვენი სურვილები რეალობას ვერ ემთხვევა“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გენერალური დირექტორისგან ახალს არაფერს ელის ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი. მისი აზრით, გიორგი ბარათაშვილი, რომელსაც არა აქვს ჟურნალისტური გამოცდილება, ვერ გადაჭრის იმ მთავარ პრობლემას, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჰქონდა:
”მე, როგორც ამ არხის რიგით მაყურებელს, არჩევნების შემდეგ იგივე შეგრძნება დამრჩა, რაც მქონდა და რაც არ მომწონდა ამ ტელევიზიაში, თავისი მოჩვენებითი ბალანსით და მიკერძოებულობით, დაბალი რეიტინგით. მგონია, რომ ახლაც არაფერი შეიცვლება. ამის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. ეს იყო მართლა ძალიან დიდი იმედგაცრუება და ეჭვი მიჩნდება, რომ გამარჯვებული კანდიდატი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან. თითქოს ეს იყო ერთგვარი შერიგების მცდელობა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ეჭვია”.
24 წლის თემურ კორტავას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 25 დეკემბერს გაავრცელა. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ:
„2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა მეექვსე დაწესებულებაში დაფიქსირდა სავარაუდო სუიციდის შემთხვევა. მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ახალი სარეჟიმო კორპუსის მეოთხე საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
ვითარებაში გარკვევის მიზნით, რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა:
„სავარაუდოდ, ეს არის სუიციდის ფაქტი. გამოძიება დაწყებულია და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. საკანში დამონტაჟებული იყო ვიდეოგადაღების მოწყობილობა, რაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმცემია“.
მოგვიანებით სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რუსთავის #6 დაწესებულების პატიმარმა თემურ კორტავამ თავი ჩამოიხრჩო.
სუბარის თქმით, საუბარი იმაზე, რომ თემურ კორტავა მოკლულია გარკვეული მიზეზების გამო, არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტები არსებობს.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალებამდე დაწესებულების ექიმმა შეამჩნია, რომ პატიმარი უგუნებოდ იყო და ფსიქიატრი მეორე დღისთვის გამოიძახა, მანამდე კი უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა, მასზე კონტროლი განეხორციელებინა.
"იგი გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში, სადაც სათვალთვალო კამერით კონტროლი უნდა განეხორციელებინათ. უშუალოდ ის კონტროლიორი, რომელსაც უნდა ეყურებინა მონიტორებისთვის, გასული იყო იმ მომენტში ოთახიდან, რაც მისი მხრიდან დარღვევაა. თუმცა დარღვევაა თუ დანაშაული, ამაზე პროკურატურა იმსჯელებს, რომელსაც მოკვლევის მასალები უკვე გადაეგზავნა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
28 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებების პროექტი, რომელიც 78 დეპუტატის ხელმოწერით დარეგისტრირდა, ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეცვლას. კერძოდ: თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 3 თვეში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუმცა ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მოვალეობას შეასრულებენ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის წევრები, არამედ პარლამენტის დათხოვნამდე მოქმედი მინისტრები.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ხელუხლებელი რჩება პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილება, გარდა ერთისა:
„რათა მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე და ქართველი ხალხის ნებას ამ პროცესებში, ცხადია, გამოხატავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მთავრობა შესაცვლელია, ჩვენ ვეუბნებით, კი ბატონო, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნის გზით, ახალი არჩევნების ჩატარების გზით, ოღონდ რომელიც ჩატარდება მოქმედი მთავრობის პირობებში და არა პრეზიდენტის მთავრობის პირობებში“.
ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას აპირებს, არ მოსწონს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს.
„აშკარად ჩანს ის, რასაც მე ყოველთვის მაბრალებდნენ აშკარად უსამართლოდ, რომ თითქოს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა 2009-2010 წლებში, მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. არა, ეს იყო ტენდენცია ერთპიროვნული მმართველობიდან კოლექტიურ მმართველობაზე გადასვლისა. დღევანდელ შემთხვევაში ამ ცვლილების მიზანი, ალბათ, ის არის, რომ პოლიტიკური არენიდან მოცილებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობა“. მე ასე ვხედავ“, უთხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ:
"2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, ზურაბ ადეიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად. ზურაბ ადიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება, რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით.
მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება”.