მიმოხილვა დავიწყოთ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციით, რომლის დროსაც, ოფიციალური ინფორმაციით, 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. ქართული მხარის მტკიცებით, შეიარაღებული დაჯგუფება რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და, შეთავაზების მიუხედავად, უარი განაცხადა ჩაბარებაზე. სახელისუფლებო კომენტარებისა თუ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული მხარის მოქმედებები ძირითადად მძევალთა გამოხსნის მიზანზე იყო აგებული; მძევლები კი, სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდის შემდეგ, ოფიციალური წყაროს ცნობით, შეიარაღებულმა ჯგუფმა კიდევ 2-ჯერ გამოიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 30 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების გვამებისა და სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული საბრძოლო იარაღის ამსახველი კადრების გარდა, შემოთავაზებულია სასაზღვრო პოლიციის მაიორის რამაზ ფარადაშვილის მონათხრობიც. ეს ის ადამიანია, რომელიც შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა სოფელ ლაფანყურის 5 მკვიდრის გათავისუფლების სანაცვლოდ დაიტოვეს მძევლად, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მაიორი ფარადაშვილი შეიარაღებულმა მებრძოლებმა ასევე დიდი პრობლემების გარეშე გაცვალეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელში - პოლიციის ოფიცერში, რომლის გვარიც არ სახელდება და რომელიც ხელისუფლებამ საგანგებოდ მიაგზავნა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რათა მათთვის ეცნობებინა, რომ ერთადერთი გამოსავალი იარაღის დაყრა და დანებება იყო. მოლაპარაკება არ შედგა და მალე სროლაც დაიწყო.
”ჩვენ მართლა ალალად შევთავაზეთ ყველა ღირსების დაცვით, კანონის ფარგლებში, ჩაბარება. მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს და ჩვენ სხვა გამოსავალი, რა თქმა უნდა, არ დაგვიტოვეს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 30 აგვისტოს, როცა ის ძალოვან მინისტრებთან ერთად ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს განიხილავდა. იქვე პრეზიდენტმა შეიარაღებული დაჯგუფების მოქმედებათა ორგანიზატორის 2 სავარაუდო მიზანიც დაასახელა:
”ერთი - ეს იყო, მათ შორის, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა და 2008 წლის შემდეგ ჩვენები არ ყოფილან ამ მასშტაბის საბრძოლო ოპერაციაში და მინდა ვთქვა, რომ აშკარად პროგრესი აქვთ გაკეთებული და ეს ძალიან მიხარია. მეორე ამოცანა მათი იყო, მე ვფიქრობ, პროვოკაციის მოწყობა და, მე ვფიქრობ, ესეც არ გამოუვიდათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაცა იყო, იმიტომ რომ, თუ ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს რაიმე საბაბის შექმნა სურს ხოლმე, აი ასეთი რაღაცები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ემსახურება სწორედ მსგავსი საბაბების შექმნას.”
ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სავარაუდო ბრალდებები რუსეთს უკავშირდება და ასეთ შემთხვევაში შეიარაღებული ჯგუფის წევრები რუსეთის თანამონაწილეებად გვევლინებიან. ასეთ ვერსიას, ცხადია, არც კი განიხილავს, მაგალითად, ინტერნეტგამოცემა ”კავკაზცენტრი”, რომელმაც 30 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ”რა მოხდა სინამდვილეში საქართველო-დაღესტნის საზღვარზე”. ინკოგნიტო წყარო - კავკასიის საემიროს მოჯაჰედების სარდლობიდან - კატეგორიულად უარყოფს მძევლების აყვანის ფაქტს და ასევე განმარტავს, რომ მოხალისე-ახალწვეული მოჯაჰედები არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ დაღესტნის ტერიტორიაზე აპირებდნენ ბრძოლას რუსეთის საოკუპაციო არმიასთან, თუმცა მათ გადაადგილებისას დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს. ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მოჯაჰედები უკან გასასვლელად გზის გახსნას ითხოვდნენ, თუმცა მათი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა საქართველოს ხელისუფლებამ.
შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გზა გაეხსნა მოჯაჰედებისთვის და მშვიდობიანად გაეტარებინა ისინი რუსეთის ტერიტორიისკენ?
როგორც ექსპერტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბესიკ ალადაშვილმა უთხრა 31 აგვისტოს რადიო თავისუფლებას, ქვეყნებს შორის შეთანხმებულ მოქმედებათა გეგმის ფარგლებში, შეიარაღებული ჯგუფისთვის გზის გახსნა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხერხდებოდა რუსეთ-საქართველოს შორის ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობის პირობებში. ალადაშვილი ლაპარაკობს კიდევ ერთ რისკზე, რომლის წინაშეც შეიძლებოდა დამდგარიყო მთელი ქვეყანა:
”იმის გარანტია არ არის, რომ, ვთქვათ, ისინი არ იყვნენ შემოგზავნილი სპეციალური დავალებით რუსეთიდან და მერე მათი უკან დაბრუნება გაპიარდებოდა უკვე როგორც შეგზავნა, ანუ ბოევიკების შეგზავნა ჩვენი მხრიდან, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები და ხელმძღვანელობა უკვე მრავალი წლის მანძილზე ამტკიცებს. ისინი ამ ფაქტს დააფიქსირებდნენ და გამოიყენებდნენ.”
ლოპოტის ხეობაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ არაერთი უპასუხო შეკითხვა დაუტოვა ოპოზიციურ სპექტრს, თუმცა მსხვერპლით გამოწვეული მწუხარება ყველამ გაიზიარა და, მაგალითად, სწორედ ამის გამო გადადო 2 სექტემბერს თელავში დაგეგმილი აქცია ”ქართულმა ოცნებამ”. აქვე ვთქვათ, რომ ასევე ლოპოტის ოპერაციის დროს დაღუპული სამი ქართველი ძალოვანის ხსოვნის პატივსაცემად გადადო ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთი კვირით, საქართველოს 11 ქალაქში 1 სექტემბერს გასამართი პარტიული ყრილობა. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ტემპი მაინც არ დაუკარგავს წინასაარჩევნო მარათონს.
იმისათვის, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას მოაწეროს ხელი, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებისგან 6 აუცილებელი პირობის დაკმაყოფილება მოითხოვა. ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებულია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გამიზნულ მიმართვაში, რომლის მოკლე ვარიანტიც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.
გადავხედოთ ამ პუნქტებს: ”1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;
3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;
4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;
5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;
6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.”
თუკი ხელისუფლება ”ქართული ოცნების” მიერ წარმოყენებულ მოთხოვნებს შეასრულებს - მართალია, ეს წინასაარჩევნო გარემოს სრულ გაჯანსაღებად მაინც არ აღიქმება, მაგრამ დაახლოებით 5-10%-იან ერთგვარ მორალურ კომპენსაციად ჩაითვლება დღემდე განცდილი ”რეპრესიებისთვის”, - განუმარტა მედიას თავად ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ასევე, რომ ხსენებული 6 პუნქტის დაკმაყოფილების შემდეგ ხელისუფლებამ კანონი აღარ დაარღვიოს. საერთაშორისო თანამეგობრობისადმი განკუთვნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ, თუკი არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში ”მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს ”ქართული ოცნების” მოთხოვნებს?
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მათთან ერთად, არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს და, საბოლოოდ, ხელისუფლება ”წაგებულ არჩევნებზე უარეს შედეგს მიიღებს.”
ივანიშვილის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს უსაფუძვლოსა და ირონიულს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როგორც 31 აგვისტოს განაცხადა მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ”ქართული ოცნება” არეულობისთვის ემზადება:
„უსაფუძვლო მოთხოვნების დაყენება გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.”
თავად ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ”ქართული ოცნება” სიტუაციას არც არჩევნებამდე ”გაამწვავებს” და არც არჩევნების შემდეგ, მაგრამ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ისინი უკან დახევას არ აპირებენ და ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის ”კანონის ფარგლებში” მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.
”როგორ ცუდადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ მოვახერხებთ და, კანონის ფარგლებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ვაიძულებთ მათ, რომ ცნონ ხალხის რეალური ნება”, - უთხრა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს ჟურნალისტებს.
კოალიცია ”ქართული ოცნების“ ლიდერს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად გაიზიარებს ”ქართული ოცნების” პოზიციას.