5 ოქტომბერს 80 წელი გავა ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი პრეზიდენტის, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, ცნობილი დრამატურგის, მწერლის, დისიდენტის, ვაცლავ ჰაველის დაბადებიდან.
ჰაველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე არაერთხელ გიამბეთ ჩვენს გადაცემებში. დღეს გიორგი გვახარია ვაცლავ ჰაველის, როგორც კინემატოგრაფისტის, მოღვაწეობას გაიხსენებს.