Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყლოდ დარჩენილი დევნილები ახალციხეში


ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ - ამბობენ, რომ მეორე თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. წყლის სატუმბი, რომლის მეშვეობითაც კორპუსი მარაგდება, ელექტროენერგიის დავალიანების გამო გათიშულია. დევნილები ფიქრობენ, რომ წყლის მიწოდების ასეთი სისტემა საჭირო არ იყო, რადგან საცხოვრებელი კორპუსიდან, დაახლოებით, 150 მეტრში ქალაქის წყლის მილი გადის, რაზეც შეიძლებოდა მათი კორპუსის წყლის მილი მიერთებულიყო. ამ დროისათვის მცხოვრებლები ეზოდან ეზიდებიან წყალს, რომელიც გრაფიკით მოდის და სასმელად არ გამოიყენება.

უწყლოდ დარჩენილი დევნილები ახალციხეში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00
გადმოწერა

კორპუსის მცხოვრებნი, სასმელი წყლის უქონლობის გარდა, გზის პრობლემებზეც ჩივიან. ამბობენ, რომ მოძრაობა ყოველდღიურად ავარიულ გზაზე უწევთ, წვიმიან ამინდში კი აქ სიარული შეუძლებელი ხდება. ირწმუნებიან, რომ დახმარების თხოვნით მიმართეს როგორც დევნილთა სამინისტროს, ასევე ქალაქ ახალციხის მერიას, თუმცა განცხადებაზე პასუხი არც ერთი უწყებიდან არ მიუღიათ.

ახალციხის თვითმმართველობა კორპუსამდე მისასვლელი გზის კაპიტალურ შეკეთებას მომავალი წლის ბიუჯეტით გეგმავს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სალომე ანთაძე მედიასთან აღნიშნავს, რომ გზა ერთხელ უკვე მოიხრეშა.

რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის განმარტებით, ელექტროენერგიის დავალიანება კორპუსის მცხოვრებლებმა თავად უნდა გადაიხადონ, მაგრამ სამინისტრო ამ შემთხვევაში კომპრომისზე მიდის, თუმცა როდის მოუგვარდებათ დევნილებს პრობლემა, კონკრეტულ თარიღს თამაზ გვიმრაძე მედიასთან ვერ ასახელებს.

ცენტრალურ უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირია შესაყვანი, რომლის სამუშაოებიც უმოკლეს დროში დასრულდება. რუსთაველის ქუჩის 113 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დევნილებს 2016 წლის მარტში გადაეცათ. ბინა ახალციხეში რეგისტრირებულმა 26-მა ოჯახმა მიიღო.

XS
SM
MD
LG