Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარვები უსახლკაროებისთვის


უსახლკაროთა კარვები გორში
უსახლკაროთა კარვები გორში
მამუკა შერმადინი ერთი თვის განმავლობაში ღამეს ქუჩაში ათევდა. ოჯახური კონფლიქტის გამო იგი სახლიდან წამოვიდა. რომ არ გაყინულიყო, საბურავებს ანთებდა და იმით თბებოდა. დღეიდან მას შეუძლია კარავში იცხოვროს და დღეში ორჯერ იკვებოს. შერმადინი ამბობს, რომ უსახლკაროთა კარვების შესახებ პატრულისგან შეიტყო.

კარვების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო. ამჟამად კომბინატის დასახლებაში, ნარკოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 კარავია მოწყობილი, თითოეულში დგას ღუმელი და საწოლები, პლედებით და ლეიბებით. ამ კარვებში 18 კაცის მიღებაა შესაძლებელი. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ მომართვის შემთხვევაში რეზერვები კიდევ არსებობს. მისი განცხადებით, უსახლკაროთა დახმარების აქცია 3 თვეს გაგრძელდება.

გორი: კარვები უსახლკაროებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00
გადმოწერა

ადგილობრივი მთავრობის გარდა, ამ აქციაში სხვადასხვა უწყებები და ორგანიზაციები ჩაერთვნენ. თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადამ საწოლები გამოყო, გორის სასწავლო უნივერსიტეტმა - კარვები, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ კი - პლედები და ლეიბები. წითელი ჯვრის წარმომადგენელი თამარ სახლთხუციშვილი აცხადებს, რომ ამჯერად უთავშესაფროდ დარჩენილებისა და სოციალურად დაუცველების დახმარება მნიშვნელოვანია.

კარვებთან დღეს რეგიონის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი მივიდა და იქ შესახლებული ადამიანები მოინახულა. მისი აზრით, ამ აქციის მიმდინარეობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ურთიერთთანადგომაა.

უსახლკაროთა კარვებში ამჟამად ოთხი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ პატრული და შესაბამისი სამსახურები ყოველღამე ქალაქის მასშტაბით შემოვლას აწარმოებენ და ღია ცის ქვეშ დარჩენილებს კარვებში გადაიყვანენ.
XS
SM
MD
LG