გორი: კარვები უსახლკაროებისთვის
გორელი უსახლკარო ადამიანები ზამთარს კარვებში გაატარებენ. გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მიუსაფარი ადამიანებისთვის კარვები კომბინატის დასახლებაში მოეწყო. სამი თვის განმავლობაში 20-მდე ადამიანს საშუალება ექნება კარვებში გამოიზამთროს და ორჯერადი კვებით ისაგებლოს. აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო. პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტს დახმარება გაუწია თავდაცვის სამინისტრომ, გორის უნივერსიტეტმა და საქართველოს წითელმა ჯვარმა.