ტეხასში ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ პრაიმერიზში მიტ რომნიმ გაიმარჯვა და საბოლოოდ მოიპოვა ხმების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ოფიციალურად გამოცხადდეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად. რომნიმ ხმების 70 პროცენტი მიიღო 155 დელეგატით წარმოდგენილ შტატში. ამ შედეგით რომნი უკვე აგროვებს 1144 დელეგატს, რაც საჭიროა მისი კანდიდატად დასახელებისათვის პარტიის კონფერენციაზე, რომელიც აგვისტოში ფლორიდაში გაიმართება. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი მიუძღვის მიტ რომნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების ორ ათეულამდე მრჩეველს, რომელთა უმრავლესობას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში. თავად მიტ რომნი კი აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იქნება მსგავსი იმ მიდგომებისა, რითაც საერთაშორისო პოლიტიკაში რონალდ რეიგანი ხელმძღვანელობდა: „მშვიდობა, რომელიც ძალას ემყარება.“
რომნი, რომლის თქმითაც, „ძლიერი ამერიკა ყველაზე უკეთ შეაკავებს ნებისმიერი სახის ომს“, მოსახლეობას ჰპირდება, რომ ისლამურ საფრთხეს დაუპირისპირებს კიდევ უფრო ძლიერ უშიშროების სამსახურებს, 100 ათასი კაცით გაზრდის არმიის პირად შემადგენლობას და ალ-ყაიდის მიერ შემოსული ყველა ზარის მონიტორინგს განახორციელებს.
რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებას, რომნის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტი შემცირდება.
„მე შევუწყვეტ ყველანაირ ფულად დახმარებას ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ თავადვე მიხედონ საკუთარ თავს, და არანაირი ფინანსური დახმარება არ მიეცემა იმ ქვეყანას, რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მიტ რომნიმ.
ყველას კი განსაკუთრებით დაამახსოვრდა მიტ რომნის სიტყვები, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა წლის დასაწყისში რუსეთზე თქვა:
„ის (რუსეთი) ჩვენი ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე. ისინი ყოველთვის მსოფლიოს ყველაზე საშინელ პიროვნებებს იცავენ.“
მიტ რომნის ოფიციალური საარჩევნო კამპანიის პროგრამა რუსეთს მოიხსენიებს როგორც „მადესტაბილიზებელ ძალას მსოფლიო არენაზე“ და ამის ასახსნელად შემდეგი მიზეზებია ჩამოთვლილი: “კრემლის მიერ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის გამოყენება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად; უფლებამოსილება, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებში, როგორიცაა გაერო; რუსეთის ხელთ არსებული ბირთვული იარაღის მარაგები; რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიული სამხედრო მოქმედებები.“
რომნი აცხადებს, რომ „იგი გადატვირთავს ობამას გადატვირთვის პოლიტიკას“ რუსეთთან, რათა ძალა გამოაცალოს „მის აგრესიულ და ექსპანსიონისტურ“ პოლიტიკას.
ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ, აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, მიტ რომნი შეეცდება შეამციროს რუსეთის გავლენა ყოფილ საბჭოთა სივრცეზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებისა და მათთვის უფრო მეტი სამხედრო წვრთნისა და დახმარების, ახალი სავაჭრო და საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედების გზით.
მიტ რომნი ასევე აცხადებს, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა ობამას პოლიტიკა ირანის მიმართ. რომნიმ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა დებატებში ირანთან მიმართებით სამხედრო მოქმედებაზეც კი გაამახვილა ყურადღება, როდესაც შეეკითხნენ, ხომ არ ღირს ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება, ვიდრე თეირანი ბირთვულ იარაღს შექმნიდესო.
„დიახ, საჭიროა მძლავრი სანქციების გატარება, საჭიროა ამ მეამბოხეებთან მუშაობა და მათი წახალისება, რათა ამ ქვეყანაში რეჟიმი შეიცვალოს და თუკი ეს ყველაფერი ვერ გაამართლებს და ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ სხვა გზა აღარ დაგვრჩება, გარდა სამხედრო ზომების მიღებისა, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ სამხედრო მოქმედებები.“
რომნიმ ცოტა ხნის წინ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც კვლავ გაამახვილა ყურადღება მკაცრი სანქციებით ირანზე ზემოქმედებისა და ირანის ოპოზიციის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. რაც შეეხება ავღანეთს, მიტ რომნი მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც 2014 წლამდე ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ეს შეცდომაა, რადგან მტრები, რომნის თქმით, უბრალოდ დაელოდებიან, თუ როდის დადგება მათთვის სასურველი დრო.

მე შევუწყვეტ ყველანაირ ფულად დახმარებას ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ თავადვე მიხედონ საკუთარ თავს, და არანაირი ფინანსური დახმარება არ მიეცემა იმ ქვეყანას, რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება...მიტ რომნი
რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებას, რომნის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტი შემცირდება.
„მე შევუწყვეტ ყველანაირ ფულად დახმარებას ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ თავადვე მიხედონ საკუთარ თავს, და არანაირი ფინანსური დახმარება არ მიეცემა იმ ქვეყანას, რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მიტ რომნიმ.
ყველას კი განსაკუთრებით დაამახსოვრდა მიტ რომნის სიტყვები, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა წლის დასაწყისში რუსეთზე თქვა:
„ის (რუსეთი) ჩვენი ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე. ისინი ყოველთვის მსოფლიოს ყველაზე საშინელ პიროვნებებს იცავენ.“
მიტ რომნის ოფიციალური საარჩევნო კამპანიის პროგრამა რუსეთს მოიხსენიებს როგორც „მადესტაბილიზებელ ძალას მსოფლიო არენაზე“ და ამის ასახსნელად შემდეგი მიზეზებია ჩამოთვლილი: “კრემლის მიერ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის გამოყენება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად; უფლებამოსილება, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებში, როგორიცაა გაერო; რუსეთის ხელთ არსებული ბირთვული იარაღის მარაგები; რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიული სამხედრო მოქმედებები.“
რომნი აცხადებს, რომ „იგი გადატვირთავს ობამას გადატვირთვის პოლიტიკას“ რუსეთთან, რათა ძალა გამოაცალოს „მის აგრესიულ და ექსპანსიონისტურ“ პოლიტიკას.
დიახ, საჭიროა მძლავრი სანქციების გატარება, საჭიროა ამ მეამბოხეებთან მუშაობა და მათი წახალისება, რათა ამ ქვეყანაში რეჟიმი შეიცვალოს და თუკი ეს ყველაფერი ვერ გაამართლებს და ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ სხვა გზა აღარ დაგვრჩება, გარდა სამხედრო ზომების მიღებისა, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ სამხედრო მოქმედებები...
მიტ რომნი