მიმდინარე კვირის დასაწყისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა, სადაც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის გარდა, ექვსი კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს. მიმდინარე კვირის ბოლოს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს გააცნო სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებას მისი დამტკიცების შემთხვევაში გეგმავს. რას მიიჩნევს პრიორიტეტად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და რა საკანონმდებლო ინიციატივებს გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები?