უკვე ცნობილია იმ კანდიდატების ვინაობა, ვინც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ მხოლოდ 4 პოლიტიკოსი დაარეგისტრირა. ესენი არიან: თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი, სახალხო დამცველი დავით სანაკოევი, რუსეთში დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩი დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი. საარჩევნო მარათონიდან ოპოზიციური კანდიდატების ჩამოშორების შემდეგ, ოსი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს კანდიდატები კრემლისთვის ყველაზე მისაღები არიან. კონფლიქტოლოგ კოსტა ძუგაევის აზრით, მოსკოვი შედარებით მეტ სიმპათიას მედოევის მიმართ გამოავლენს, რადგან იგი წლების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა და, სამსახურიდან გამომდინარე, კრემლში გავლენიან მოხელეებთან სერიოზული კავშირები ჰქონდა.
ოსი ჟურნალისტი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ მედოევის რეიტინგი, მისი დიდი ხნით საზღვარგარეთ ყოფნის გამო, ახლა დე ფაქტო რესპუბლიკაში დაბალია, მაგრამ მის გუნდს ამის გამოსწორებისთვის საკმარისი დრო რჩება. ვაზაგოვის აზრით, ოთხივე კანდიდატი მოსკოვისთვის მისაღებია.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე კანდიდატი ცდილობს კრემლის რჩეულის იარლიყის მოცილებას, რადგან ცხინვალში ნოემბრის არჩევნების შემდეგ კრემლის რჩეულობა ამომრჩევლის თვალში პლუსად სულაც აღარ ითვლება. როგორც ცნობილია, მოსკოვის წინა ფავორიტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ოპოზიციის ლიდერთან, ალა ჯიოევასთან არჩევნები პირწმინდად წააგო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალა ჯიოევა სწორედ კრემლის მოხელეების დამსახურებით ხელისუფლებაში არ მიუშვეს. ამიტომ ახლა ყველა კანდიდატი ცდილობს ამომრჩეველთა ხმები თითქოსდა კრემლისგან დისტანცირებით მოიპოვოს. ჩვენს რადიოსთან საუბარში მედოევი აცხადებს, რომ მოსკოვის რჩეული არ არის.
ადგილობრივი ექსპერტების აზრით, საზოგადოების აქტივობა 25 მარტის არჩევნებზე დაბალი იქნება, რადგან ნოემბრის არჩევნებმა მათ იმედი გაუცრუა. ანალიტიკოსების აზრით, მომავალ არჩევნებზე, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა, მხოლოდ კანდიდატების ნათესავები მიიღებენ მონაწილეობას. უკვე ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ დაბალი აქტივობის გამო შესაძლოა ეს არჩევნები ვერც შედგეს.