დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლს ერთბაშად სამი ფავორიტი ჰყავს. ნოემბრის არჩევნებისგან განსხვავებით, როცა მოსკოვმა ერთ გამოკვეთილ კანდიდატზე - ანატოლი ბიბილოვზე - შეაჩერა არჩევანი, ახლა ტაქტიკა შეცვალა და პოლიტიკურ მინდორზე ერთბაშად სამი მოთამაშე შემოიყვანა. ესენი არიან თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი, რუსეთში დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩი დიმიტრი მედოევი და სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი. სამივე კანდიდატმა ლინგვისტური გამოცდა უკვე ჩააბარა, თიბილოვმა კი საბოლოო რეგისტრაციაც გაიარა და წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო. მისი თქმით, ახლა რესპუბლიკაში მთავარი კანონიერების და სტაბილურობის დამყარებაა.
ამ სამი კანდიდატიდან არც ერთი არ აღიარებს, რომ მფარველები მოსკოვში ჰყავთ, რადგან არსებობს მწარე გამოცდილება, როცა მედვედევის მიერ მხარდაჭერილმა ბიბილოვმა ალა ჯიოევასთან დიდი სხვაობით წააგო. რაც შეეხება ჯიოევას, იგი 25 მარტის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, კრემლის ამჟამინდელი ფავორიტები კი მასთან საერთო ენის გამონახვის გზებს ეძებენ. დიმიტრი მედოევმა, გამარჯვების შემთხვევაში, ჯიოევას თანამშრომლობა ირიბად უკვე შესთავაზა. იგივე გაიმეორა ლეონიდ თიბილოვმაც. მისი აზრით, ჯიოევამ გაიმარჯვა, მაგრამ იურიდიული კაზუსის გამო საპრეზიდენტო სავარძელი ვერ დაიკავა.
ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამოკვეთილი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი აღარ დარჩა და მოსკოვისთვის უკვე სულ ერთია ამ სამიდან რომელი გაიმარჯვებს, რადგან პრორუსულად განწყობილ ამ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა აღარ გაუჭირდებათ. ბენდიანიშვილის აზრით, გაზაფხულის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნება.
ალა ჯიოევას ფაქტორს ყველა კანდიდატი მაინც ითვალისწინებს. ექსპერტების აზრით, თუ მომავალი პრეზიდენტი მასთან საერთო ენას ვერ გამონახავს, კრიზისი გაგრძელდება. ჯიოევას გარემოცვიდან ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო მარათონში მხოლოდ სერგეი ზასეევი რჩება, რომელმაც ლინგვისტური გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მაგრამ ადგილობრივი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზასეევი შესაძლოა ხელმომწერთა სიებში აღმოჩენილი დარღვევების გამო დისტანციას ჩამოაშორონ.