ოსური ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ცხინვალის საავადმყოფოს ექიმები მის გაწერას არ ჩქარობენ. ჯიოევას მომხრეების აზრით, ხელისუფლებას იგი დატყვევებული ჰყავს პალატაში, რომელსაც შეიარაღებული პირები სდარაჯობენ. თავად ალა ჯიოევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ მასთან ოჯახის წევრების გარდა არავის უშვებენ.
ალა ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოში ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით მას შემდეგ მოხვდა, რაც შეიარაღებულმა სპეცრაზმმა მისი ოფისი შტურმით აიღო და დაარბია. ჯიოევას მომხრეების განცხადებით, სპეცრაზმელებმა ოპოზიციის ლიდერს ავტომატის კონდახით სცემეს. დღეს ჯიოევა დაბეჯითებით ვერ ამბობს ჩაარტყეს თუ არა კონდახი, რადგან გონება მალე დაკარგა. ის კი ახსოვს, რომ რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით მის წაყვანას ცდილობდა. ჯიოევას შტაბზე შეტევა 9 თებერვალს მოხდა, მომდევნო დღეს მას საკუთარი ინაუგურაცია უნდა ჩაეტარებინა. დღეს ჯიოევა აცხადებს, რომ ინაუგურაციაზე აღარ ფიქრობს, მაგრამ პოლიტიკაში რჩება და ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს. მისი აზრით, 25 მარტს დანიშნული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და კანდიდატებს მოუწოდებს ამ ფარსში მონაწილეობაზე უარი თქვან.
ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური დევნის. პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ალა ჯიოევას ყოფილ თანამებრძოლს ჯამბოლათ თედეევს გუშინ რუსეთის დატოვების საშუალება არ მისცეს. სიმფეროპოლისკენ მიმავალი თვითმფრინავი უკან მხოლოდ იმიტომ დააბრუნეს, რომ ბორტიდან თედეევი ჩამოესვათ. თედეევი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ გაქცევას არ აპირებს და ყირიმში მხოლოდ დასასვენებლად მიდიოდა. აქამდე იგი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან მოხსნეს, მანამდე კი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გამომძიებლებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს ცხინვალში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის აღძრულ საქმეზე. მაშინ მას საზღვარგარეთის პასპორტიც ჩამოართვეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას თედეევთან კითხვები არა აქვს, მას რუსეთის ფედერაციის დატოვების საშუალებას მაინც არ აძლევენ.