დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის" ლინგვისტური გამოცდა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური და რუსული სააგენტოები ავრცელებენ. 18 კანდიდატიდან 12 ჩაიჭრა და, შესაბამისად, საარჩევნო მარათონს ჩამოსცილდა. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა არც დარჩენილ ექვს კანდიდატს აქვს გარანტირებული. მაგალითად, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ გამოცდა წარმატებით კი ჩააბარა, მაგრამ იგი დისტანციიდან მაინც მოხსნეს - მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილი დარღვევების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ძიცოითი მმართველი პარტიის წევრია, ბოლო ხანებში იგი ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.
ოსი ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოსურ და რუსულ ენებში გამოცდების ჩატარება ანტიკონსტიტუციურია და მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს. მათი აზრით, ეს გამოცდა კრემლის მოხელეების მოფიქრებულია, რათა არასასურველი კანდიდატები გზიდან ჩამოიცილონ და არჩევნებში მხოლოდ თავიანთთვის სასურველი პირები დატოვონ.
ლინგვისტური გამოცდა ვერ ჩააბარა ალა ჯიოევას ყოფილმა თანამებრძოლმა ვლადიმერ ქელეხსაევმა. ამ დროისთვის საარჩევნო მარათონში რჩება მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი, სერგეი ზასეევი, რომელმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარა, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საბუთებში დარღვევა მასაც უპოვონ. გამოცდის შემდეგ ზასეევმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიციურ საქმიანობას გააგრძელებს.
ექსპერტთა ნაწილი კანდიდატებისთვის გამოცდების დანიშვნას ამართლებს - მათი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო ენებს თავისუფლად უნდა ფლობდნენ. ჟურნალისტი კოსტა კოშტე მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც მშობლიურ ენას არ ფლობს, პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.
ლინგვისტური კომისიის წევრის ზოია ბითაროვას აზრით, გამოცდებს მშობლიურ ენაში არა მარტო კანდიდატები, არამედ სხვა სახელმწიფო მოხელეებიც უნდა აბარებდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების დიდ ნაწილს რუსეთიდან ჩასული მოხელეები შეადგენენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა ოსური ენა საერთოდ არ იცის, ამიტომ მოხელეებისთვის ანალოგიური გამოცდის დანიშვნა ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება - ვერც ერთი რუსი მოხელე ოსურ ენაში გამოცდას ვერ ჩააბარებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ადგილი ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არის, რასაც კრემლი არ დაუშვებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებზე დაშვებული კანდიდატების საბოლოო სიას 29 თებერვალს გამოაქვეყნებს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გამოცდებგავლილ ექვსეულს, საბუთებში აღმოჩენილი დარღვევების გამო, რომელიმე კანდიდატი კიდევ გამოაკლდეს.