რადიო თავისუფლება: ბატონო უოკერ, 3 ივნისს დემოკრატიის კვლევის საერთაშორისო ფორუმმა, რომელიც დემოკრატიის ეროვნული ფონდის ნაწილია, გამოაქვეყნა ანგარიში ცხრა ქვეყანაზე და თქვენი შემაჯამებელი ესე. ესაა ახალი პროექტის ნაწილი, სახელწოდებით „დემოკრატიული კვლევითი ცენტრები: კვლევის გარდაქმნა პოლიტიკად ახალგაზრდა და განვითარებად დემოკრატიებში“. რა შეგიძლიათ გვიამბოთ ამ ინიციატივაზე? რა მიზნებს ისახავს ის?
ქრისტოფერ უოკერი: დემოკრატიის კვლევის საერთაშორისო ფორუმი ყურადღებით აკვირდება think tank-ების, ანუ კვლევითი ცენტრების, ზეგავლენას ახალგაზრდა და განვითარებად დემოკრატიებზე. ჩვენ ვაკვირდებით მათს მუშაობას ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალია, მაგრამ ჯერ კიდევ შეზღუდულია მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით. 3 ივნისს, ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნების ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. გვესტუმრნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ ასეთი კვლევითი ინსტიტუტები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ და საზოგადოებას ეხმარებიან რთული პოლიტიკური საკითხების გააზრებასა და ამომრჩევლების მობილიზებაში. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამოქალაქო და საგანმანათლებლო ფუნქციას, რასაც სხვა ინსტიტუტები ვერ განახორციელებდნენ.
რადიო თავისუფლება: საქართველო ერთ-ერთია ამ პროექტისთვის შერჩეული ცხრა ქვეყნიდან. კიდევ რომელ ქვეყნებში ჩაატარეთ გამოკვლევა და რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ისინი? რატომ მაინცდამაინც საქართველო?
ქრისტოფერ უოკერი: საქართველოსთან ერთად ჩვენ რვა ქვეყანა გამოვიკვლიეთ. ესენია: არგენტინა, ეკვადორი, განა, ლიბანი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სამხრეთი კორეა და თურქეთი. როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფია. ჩვენ შევარჩიეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ორი ქვეყანა, რუმინეთი და სლოვაკეთი. აქ ასევე წარმოდგენილია ქვეყნები, რომლებმაც, მიუხედავად რთული დასაწყისისა, დემოკრატიის შთამბეჭდავ დონეს მიაღწიეს. ესენია არგენტინა, განა და სამხრეთი კორეა. სამხრეთმა კორეამ გადალახა დიქტატურა და დღეს „ფრიდომ ჰაუსი“ მის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საქმიანობას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ ქვეყნები, რომელთა დემოკრატიული საქმიანობა არცთუ ისე შესაშურია. ყველა ეს ქვეყანა კონკურენტუნარიან არჩევნებს ატარებს და მთავრობებს იცვლის, მაგრამ საფუძვლიანად ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული დემოკრატიული, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემები. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა, მრავალფეროვანი ქვეყნების შერჩევა. ესენია
ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისაკენ მიისწრაფვიან, მაგრამ ჯერ არ განუმტკიცებიათ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენი მიზანი იყო გამოგვეკვლია, როგორ მუშაობს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები ამ ქვეყნებში და როგორ ცდილობს ასეთ გარემოზე ზეგავლენას.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ, რა დასკვნები გამოიტანეთ საქართველოს თაობაზე?
ქრისტოფერ უოკერი: საქართველოზე ჩვენი ანგარიში გია ნოდიამ მოამზადა. ეს ანგარიში ეყრდნობა საქართველოში მის მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას. მოხსენება ორ საკითხს შეისწავლის: ერთი მხრივ, ის აანალიზებს ზეგავლენას კვლევითი ინსტიტუტისა, რომელსაც უშუალოდ თვითონ ნოდია ხელმძღვანელობს. მეორე მხრივ, ის შეისწავლის უფრო ფართო საკითხებსა და გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო რეფორმების გატარებისას აწყდება. მისი ანალიზი გამოირჩევა იმით, რომ კვლევითი ინსტიტუტების ზეგავლენის ეფექტიანობას არ განიხილავს მხოლოდ სამთავრობო პოლიტიკაზე ზეგავლენის ჭრილში. ხშირად ესაა ძალიან ვიწრო კრიტერიუმი, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტების მიმომხილველები იყენებენ. კვლევითი ინსტიტუტების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მნიშვნელოვანი საკითხია. ის გვეხმარება იმის გაგებაში, რამდენად გახსნილი და მოწადინებულია მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებისგან და კვლევითი ინსტიტუტებისგან რჩევების მიღებისთვის. თუმცა, გია ნოდიას აზრით, კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობაში ასევე გადამწყვეტია სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით გაწეული სამუშაო. ამგვარი სამუშაო საზოგადოებას ეხმარება მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სამთავრობო გადაწყვეტილებებზეც.
ამავდროულად, მის საინტერესო და საკამათო მოსაზრებას თუ დავუჯერებთ, განვითარებად დემოკრატიებში კვლევით ინსტიტუტებს ბევრად უფრო რთული გამოწვევები ხვდებათ. იქ რეფორმების ფასი და მნიშვნელობა ბევრად უფრო მაღალია. განვითარებადი დემოკრატიის გარემოში საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა პარლამენტის ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ავტონომიის საკითხები, სასამართლოს მუშაობა და ფუნქციები. ესაა ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სისტემის მუშაობას შეეხება. ამის საპირისპიროდ, კონსოლიდირებულ დემოკრატიულ გარემოში განიხილავენ უფრო კონკრეტულ, ვიწრო საკითხებს, როგორებიცაა ცვლილებები საგადასახადო სისტემაში, სოციალური პოლიტიკის საკითხები. ისინი აღარ განიხილავენ ფუნდამენტურ საკითხებს იმაზე, როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მაგალითად, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს. ნოდიას აზრით, სწორედ ამიტომ კვლევითი ინსტიტუტებისგან წარმოუდგენლად და არარეალურად მეტს მოელიან განვითარებად დემოკრატიებში. ის მიანიშნებს, რომ ამ კვლევითი ინსტიტუტებისგან მოლოდინი უნდა იყოს უფრო რეალური და უნდა შეესაბამებოდეს შეზღუდულ რესურსებსა და შესაძლებლობებს, რაც ამ ინსტიტუტებს აქვთ ზეგავლენისა და ცვლილებების განსახორციელებლად.
რადიო თავისუფლება: თუ შეადარებთ კვლევით ინსტიტუტებს განვითარებად და განვითარებულ დემოკრატიებში, კიდევ რა ძირითად განსხვავებებზე მიუთითებდით?
ქრისტოფერ უოკერი: საინტერესოა, რომ 3 ივნისს დისკუსიაზე ვაშინგტონში ჩვენ მოვიწვიეთ ორი კომენტატორი, რომლებიც მუშაობენ კვლევით ინსტიტუტებში ეგვიპტესა და ბელორუსიაში. ამან კარგად დაგვანახვა, როგორ მუშაობს კვლევითი ინსტიტუტები უფრო ავტორიტარულ გარემოში. მათი მოსაზრებები დამეხმარება თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემაში. თუ განვიხილავთ ყველაზე რთულ შემთხვევას, ბელორუსიას, იქ ქვეყნის საზღვრებში კვლევით ინსტიტუტს ძალიან უჭირს რაიმე შინაარსობრივი მუშაობის ჩატარება. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო ქვეყანას ჯერ კიდევ ისე მართავს, როგორც ეს 1991 წლამდე ხდებოდა. ამიტომ კვლევითი ინსტიტუტები და მსგავსი ორგანიზაციები მუშაობს ბელორუსიის საზღვრებს გარეთ, მაგალითად ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში. ვფიქრობ, რეფორმებზე დისკუსიისთვისა და კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობისთვის საჭირო გარემო ბევრად უარესია განვითარებად დემოკრატიებსა და ავტორიტარულ
ქვეყნებში. ეს ხდება, მაგალითად, სუსტი მედიის გამო. თავისუფალი მედია ამგვარი დისკუსიებისთვის უმნიშვნელოვანესია და როცა ის ჩახშობილია, მასობრივ აუდიტორიასთან დაკავშირება წარმოუდგენლად რთულდება. ასეთ მძიმე გარემოებებში ინტერნეტიც კი შეიძლება შეზღუდული იყოს. მაგალითად, რუსეთში მთავრობა მიმართავს ინოვაციურ, მაგრამ მავნებლურ ზომებს ინტერნეტის შესაზღუდად. იქ ეს კიდევ უფრო ართულებს კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობას. ამავე დროს, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ჩამოყალიბებული არ აქვთ სერიოზული პოლიტიკური პლატფორმა და არ იმართება დებატები იდეებსა და მოსაზრებებზე, კვლევით ინსტიტუტებს უჭირთ მხარეებთან ურთიერთობა და მათთან აზრების გაცვლა-გამოცვლა. კონსოლიდირებულ დემოკრატიულ გარემოში ეს ყველაფერი უფრო იოლია. იდეალური, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქ უფრო ადვილია რეფორმებზე იდეების ურთიერთგაცვლა და პასუხისმგებელი პირების მხრიდან უფრო საქმიანი გამოხმაურების მიღება.
ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ მნიშვნელოვან კითხვებს იმის თაობაზე, როგორ იცვლება და უფრო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება სისტემა. მეორე მხრივ, ამასთანაა დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობა, უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე.
რადიო თავისუფლება: და ბოლო შეკითხვა. ბატონო უოკერ, ანგარიშის შესავალში თქვენ წერთ, რომ კვლევით ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მმართველობის ჩამოყალიბებაში. უფრო კონკრეტულად, როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება?
ქრისტოფერ უოკერი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. დღეს ბევრი რთული პოლიტიკური საკითხია წამოჭრილი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვენ ვეჭიდებით რთულსა და მრავლისმომცველ ეკონომიკურსა და სოციალური დაცვის საკითხებს. ასეთ დაძაბულ გარემოში დაკავებულსა და დაბნეულ პოლიტიკოსებს არ ექნებათ პასუხი ყველა ამ რთულ შეკითხვაზე.
მაშინ, როდესაც არჩეულ პოლიტიკოსებს დაძაბული და მომთხოვნი პოლიტიკური ცხოვრება აქვთ, კვლევით ინსტიტუტებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ განსხვავებული ხედვა, რომელიც უფრო მეტ ფიქრსა და ნიუანსს მოითხოვს. ისინი სწორედ ამით ეხმარებიან, ერთი მხრივ, პოლიტიკოსებსა და მთავრობის წევრებს, და მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებასაც. პოლიტიკურ დისკუსიებში მათი ჩართულობა საზოგადოებას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეხედოს ძალიან რთულ საკითხებს. რთული პოლიტიკური საკითხებისთვის არ მოიძებნება იდეალური გადაწყვეტილება. ამიტომაა კარგი ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ამ რთული კითხვების გააზრებაში დაგვეხმარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან ცდილობენ რეფორმების კონსოლიდირებას.
ვაშინგტონში, კვლევის პრეზენტაციის დროს, განვაცხადეთ, რომ როგორც უნდა უყურებდე ამას, მთელს მსოფლიოში ახალგაზრდა და განვითარებად დემოკრატიებში რეფორმის განხორციელების ეფექტიან საშუალებებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იქნება. ჩრდილოეთ აფრიკას რომ შევხედოთ, ამ რეგიონის ქვეყნები წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დგანან და ცდილობენ თავიანთი რეჟიმების განმტკიცებას. თანდათან იქ რეფორმებზე კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას დავინახავთ, რადგან ყველა ამ ქვეყანაში ხალხი რეფორმებს ითხოვს. ამის გამო ამ ქვეყნებში საჭიროა მაღალკვალიფიციური, ფოკუსირებული, უნარიანი დემოკრატიული კვლევითი ინსტიტუტების არსებობა, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ რთული საკითხების გააზრებაში. მართალია, ისინი ყოველთვის ვერ მიაღწევენ მიზანს. მაგრამ საჯარო დისკუსიაში თუნდაც კითხვების წამოჭრა მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისთვის. პოლიტიკოსებთან ერთად, კვლევით ინსტიტუტებს შეუძლიათ, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ფართო მასებისთვის იდეების მიწოდებასა და იმ საკითხების გააზრებაში, რომელთაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ქრისტოფერ უოკერი: დემოკრატიის კვლევის საერთაშორისო ფორუმი ყურადღებით აკვირდება think tank-ების, ანუ კვლევითი ცენტრების, ზეგავლენას ახალგაზრდა და განვითარებად დემოკრატიებზე. ჩვენ ვაკვირდებით მათს მუშაობას ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალია, მაგრამ ჯერ კიდევ შეზღუდულია მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით. 3 ივნისს, ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნების ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. გვესტუმრნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ ასეთი კვლევითი ინსტიტუტები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ და საზოგადოებას ეხმარებიან რთული პოლიტიკური საკითხების გააზრებასა და ამომრჩევლების მობილიზებაში. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამოქალაქო და საგანმანათლებლო ფუნქციას, რასაც სხვა ინსტიტუტები ვერ განახორციელებდნენ.
რადიო თავისუფლება: საქართველო ერთ-ერთია ამ პროექტისთვის შერჩეული ცხრა ქვეყნიდან. კიდევ რომელ ქვეყნებში ჩაატარეთ გამოკვლევა და რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ისინი? რატომ მაინცდამაინც საქართველო?
ქრისტოფერ უოკერი: საქართველოსთან ერთად ჩვენ რვა ქვეყანა გამოვიკვლიეთ. ესენია: არგენტინა, ეკვადორი, განა, ლიბანი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სამხრეთი კორეა და თურქეთი. როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფია. ჩვენ შევარჩიეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ორი ქვეყანა, რუმინეთი და სლოვაკეთი. აქ ასევე წარმოდგენილია ქვეყნები, რომლებმაც, მიუხედავად რთული დასაწყისისა, დემოკრატიის შთამბეჭდავ დონეს მიაღწიეს. ესენია არგენტინა, განა და სამხრეთი კორეა. სამხრეთმა კორეამ გადალახა დიქტატურა და დღეს „ფრიდომ ჰაუსი“ მის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საქმიანობას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ ქვეყნები, რომელთა დემოკრატიული საქმიანობა არცთუ ისე შესაშურია. ყველა ეს ქვეყანა კონკურენტუნარიან არჩევნებს ატარებს და მთავრობებს იცვლის, მაგრამ საფუძვლიანად ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული დემოკრატიული, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემები. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა, მრავალფეროვანი ქვეყნების შერჩევა. ესენია
გამოვიკვლიეთ ქვეყნები, რომელთა დემოკრატიული საქმიანობა არცთუ ისე შესაშურია. ყველა ეს ქვეყანა კონკურენტუნარიან არჩევნებს ატარებს, მაგრამ საფუძვლიანად ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული დემოკრატიული სისტემები.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ, რა დასკვნები გამოიტანეთ საქართველოს თაობაზე?
ქრისტოფერ უოკერი: საქართველოზე ჩვენი ანგარიში გია ნოდიამ მოამზადა. ეს ანგარიში ეყრდნობა საქართველოში მის მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას. მოხსენება ორ საკითხს შეისწავლის: ერთი მხრივ, ის აანალიზებს ზეგავლენას კვლევითი ინსტიტუტისა, რომელსაც უშუალოდ თვითონ ნოდია ხელმძღვანელობს. მეორე მხრივ, ის შეისწავლის უფრო ფართო საკითხებსა და გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო რეფორმების გატარებისას აწყდება. მისი ანალიზი გამოირჩევა იმით, რომ კვლევითი ინსტიტუტების ზეგავლენის ეფექტიანობას არ განიხილავს მხოლოდ სამთავრობო პოლიტიკაზე ზეგავლენის ჭრილში. ხშირად ესაა ძალიან ვიწრო კრიტერიუმი, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტების მიმომხილველები იყენებენ. კვლევითი ინსტიტუტების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მნიშვნელოვანი საკითხია. ის გვეხმარება იმის გაგებაში, რამდენად გახსნილი და მოწადინებულია მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებისგან და კვლევითი ინსტიტუტებისგან რჩევების მიღებისთვის. თუმცა, გია ნოდიას აზრით, კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობაში ასევე გადამწყვეტია სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით გაწეული სამუშაო. ამგვარი სამუშაო საზოგადოებას ეხმარება მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სამთავრობო გადაწყვეტილებებზეც.
ამავდროულად, მის საინტერესო და საკამათო მოსაზრებას თუ დავუჯერებთ, განვითარებად დემოკრატიებში კვლევით ინსტიტუტებს ბევრად უფრო რთული გამოწვევები ხვდებათ. იქ რეფორმების ფასი და მნიშვნელობა ბევრად უფრო მაღალია. განვითარებადი დემოკრატიის გარემოში საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა პარლამენტის ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ავტონომიის საკითხები, სასამართლოს მუშაობა და ფუნქციები. ესაა ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სისტემის მუშაობას შეეხება. ამის საპირისპიროდ, კონსოლიდირებულ დემოკრატიულ გარემოში განიხილავენ უფრო კონკრეტულ, ვიწრო საკითხებს, როგორებიცაა ცვლილებები საგადასახადო სისტემაში, სოციალური პოლიტიკის საკითხები. ისინი აღარ განიხილავენ ფუნდამენტურ საკითხებს იმაზე, როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მაგალითად, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს. ნოდიას აზრით, სწორედ ამიტომ კვლევითი ინსტიტუტებისგან წარმოუდგენლად და არარეალურად მეტს მოელიან განვითარებად დემოკრატიებში. ის მიანიშნებს, რომ ამ კვლევითი ინსტიტუტებისგან მოლოდინი უნდა იყოს უფრო რეალური და უნდა შეესაბამებოდეს შეზღუდულ რესურსებსა და შესაძლებლობებს, რაც ამ ინსტიტუტებს აქვთ ზეგავლენისა და ცვლილებების განსახორციელებლად.
რადიო თავისუფლება: თუ შეადარებთ კვლევით ინსტიტუტებს განვითარებად და განვითარებულ დემოკრატიებში, კიდევ რა ძირითად განსხვავებებზე მიუთითებდით?
ქრისტოფერ უოკერი: საინტერესოა, რომ 3 ივნისს დისკუსიაზე ვაშინგტონში ჩვენ მოვიწვიეთ ორი კომენტატორი, რომლებიც მუშაობენ კვლევით ინსტიტუტებში ეგვიპტესა და ბელორუსიაში. ამან კარგად დაგვანახვა, როგორ მუშაობს კვლევითი ინსტიტუტები უფრო ავტორიტარულ გარემოში. მათი მოსაზრებები დამეხმარება თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემაში. თუ განვიხილავთ ყველაზე რთულ შემთხვევას, ბელორუსიას, იქ ქვეყნის საზღვრებში კვლევით ინსტიტუტს ძალიან უჭირს რაიმე შინაარსობრივი მუშაობის ჩატარება. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო ქვეყანას ჯერ კიდევ ისე მართავს, როგორც ეს 1991 წლამდე ხდებოდა. ამიტომ კვლევითი ინსტიტუტები და მსგავსი ორგანიზაციები მუშაობს ბელორუსიის საზღვრებს გარეთ, მაგალითად ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში. ვფიქრობ, რეფორმებზე დისკუსიისთვისა და კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობისთვის საჭირო გარემო ბევრად უარესია განვითარებად დემოკრატიებსა და ავტორიტარულ
რუსეთში მთავრობა მიმართავს ინოვაციურ, მაგრამ მავნებლურ ზომებს ინტერნეტის შესაზღუდად.
ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ მნიშვნელოვან კითხვებს იმის თაობაზე, როგორ იცვლება და უფრო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება სისტემა. მეორე მხრივ, ამასთანაა დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობა, უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე.
რადიო თავისუფლება: და ბოლო შეკითხვა. ბატონო უოკერ, ანგარიშის შესავალში თქვენ წერთ, რომ კვლევით ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მმართველობის ჩამოყალიბებაში. უფრო კონკრეტულად, როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება?
ქრისტოფერ უოკერი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. დღეს ბევრი რთული პოლიტიკური საკითხია წამოჭრილი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვენ ვეჭიდებით რთულსა და მრავლისმომცველ ეკონომიკურსა და სოციალური დაცვის საკითხებს. ასეთ დაძაბულ გარემოში დაკავებულსა და დაბნეულ პოლიტიკოსებს არ ექნებათ პასუხი ყველა ამ რთულ შეკითხვაზე.
რთული პოლიტიკური საკითხებისთვის არ მოიძებნება იდეალური გადაწყვეტილება. ამიტომაა კარგი ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ამ რთული კითხვების გააზრებაში დაგვეხმარება.