საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს 4 მილიონზე ოდნავ მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 60 პროცენტით აღემატება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ვიზიტორთა ნაკადი მაინც არ შემცირებულა - პირიქით, ნოემბრის თვეში საქართველოს გაცილებით მეტი ტურისტი ესტუმრა, ვიდრე შარშან ნოემბერში.
მსოფლიოში ავტორიტეტული გამოცემა "ლონლი პლანეტსის" მიხედვით, 2013 წელს საქართველო ტურიზმის თვალსაზრისით ღირებულ, საუკეთესო დანიშნულების ადგილების ათეულში შევიდა. ყოველწლიური გამოცემის თანახმად, ის ტურისტები, რომლებმაც მოინახულეს საქართველო, განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვეყნის სილამაზეს, მეგობრულ გარემოს და სამზარეულოს. ამავე სტატიაში ხაზგასმულია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, რის შედეგადაც იზრდება როგორც ჰოსტელების, ასევე საოჯახო ტიპის საცხოვრებლების რიცხვი, რაც მიშვნელოვანია კონკურენტული ფასების შესანარჩუნებლად.
ტურიზმის სფეროში ასეთ წარმატებას წინა ხელისუფლების ძალისხმევას უკავშირებენ, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ქვეყნის პოტენციალის რეკლამირებას დიდ ყურადღებას აქცევდა.
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამაში ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობა. უფრო მეტიც, მმართველი ძალის ერთ-ერთი გამოჩენილი სახე, "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ნოდარ ჯავახიშვილი ტურიზმის მავნებლობაზეც კი ლაპარაკობს:
"ჩვენ თუ განვახორციელებთ ჩემი წარმოსახვით ყველაზე სწორ პოლიტიკას, რომ საქართველო გახდეს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა, ამ გზით თუ წავალთ, ჩვენ გვექნება კვოტები დასაწესებელი. ... ნუ გგონიათ, რომ ტურისტების განუსაზღვრელი რაოდენობა ქვეყნისთვის სასარგებლოა. რაღაცა დონე არსებობს, იმის იქით საზიანოა და დამანგრეველი".
ის, რასაც ნოდარ ჯავახიშვილი საზიანოს და დამანგრეველს უწოდებს, ნავთობით მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი სასურველია. საუდის არაბეთის მაგალითს რომ თავი დავანებოთ, მეზობელი აზერბაიჯანიც კი აქტიურ კამპანიას აწარმოებს ტურისტების მისაზიდად.
საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა უკავშირდება. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, შარშანდელი ტურისტული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა. ტურიზმი ბევრ წვრილ და საშუალო სასტუმროს, კვების ობიექტს თუ სუვენირების საწარმოს საშუალებას აძლევს სარგებელი ნახოს.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2012 წლის მხოლოდ II კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობამ 170 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 70%-ით აღემატება 2011 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი სასტუმრო-რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა და ის თითქმის 35 ათას კაცს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2012 წლის II კვარტალში, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, სასტუმროებისა და რესტორნების პროდუქციის გამოშვებაში თითქმის 40% მოდის სასტუმროებსა და სხვა მოკლევადიან საცხოვრებელ ადგილებზე, მას მოჰყვება რესტორნები – 37%-ით და ასე შემდეგ.
ამ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს ახალი მთავრობის პრიორიტეტები გააცნეს:
"შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თვითონ ტურისტულ ინდუსტრიასთან გაცნობა და იმ პრიორიტეტების გაცნობა, რომელიც ახალ მთავრობას გააჩნია. ჩვენ ამ სფეროში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ".
მეტი კონკრეტიკა ჯერჯერობით მთავრობის მხრიდან არ ისმის. ეკონომიკის ექსპერტები კი საქართველოს ტურიზმის განვითარების ახალ მიმართულებებზე საუბრობენ. ტრადიციული ტურებისა და დასვენების გარდა, სულ უფრო იზრდება ვაჭრობის ტურიზმი.
”ილიას უნივერსიტეტის” ”ბიზნესრევიუს” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტურისტების დაახლოებით 8 პროცენტი საქართველოში სავაჭროდ - შოპინგისთვის - ჩამოდის. "ილიას უნივერსიტეტის" პროფესორი გიორგი აბაშიშვილი ტურიზმის ამ სფეროს პერსპექტივებზე საუბრობს:
”ამ მხრივ პერსპექტივა გვაქვს, რადგან რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და დარწმუნებული ვართ, რომ შოპინგისთვის შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება”.
გიორგი აბაშიშვილის აზრით, საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას ხელს უწყობს ქვეყნის ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაც.
მართლაც, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე:
”მას მერე, რაც გაუქმდა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, უკვე სამჯერ გაიზარდა და დღევანდელ დღეს პირველ ათეულში რუსეთი უკვე მეოთხე ადგილზე არის. ანუ საგრძნობლად ბევრი რუსი ტურისტი შემოდის დღევანდელ დღეს საქართველოში”.
2012 წლის დასაწყისში ხელისუფლება გეგმავდა, რომ საქართველოს 4 მილიონი უცხოელი ესტუმრებოდა. ეს პროგნოზი უკვე გამართლდა. მაშინდელი ვარაუდით, 2013 წელს საქართველოს 5 მილიონი ვიზიტორი უნდა ეწვიოს.

ამ მხრივ პერსპექტივა გვაქვს, რადგან რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და დარწმუნებული ვართ, რომ შოპინგისთვის შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება...გიორგი აბაშიშვილი