საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ტურისტების ნაკადის შემცირებაზე საუბრობს. მათი აზრით, კლების მიზეზი არასაკმარისი რეკლამა, ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის შემცირება და პოლიტიკური ცვლილებებია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა ტურიზმის მნიშვნელობას აღიარებს, პრობლემები გაუჩნდა რამდენიმე ტურისტულ ობიექტს, მათ შორის, ახალციხეში რაბათის ციხეს.
რამდენიმე თვის წინ აღდგენილ რაბათის ისტორიულ ციხესიმაგრეში ტურისტული ობიექტების დახურვის გამო ოპოზიციამ - «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ» -მთავრობა გააკრიტიკა. ამ კრიტიკას მთავრობის რეაგირებაც მოჰყვა და დახურული ტურისტული ობიექტები პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. სხვაგვარად არის საქმე ერთი წლის წინ განახლებულ მესტიაში, სადაც, მიუხედავად ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისა, ტურისტების სიმწირეს მაინც უჩივიან. ამის მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, მთავრობის არასწორი პოლიტიკაა:
"მე მესტიაში ავიყვანე 5-ჯერ უფორ მეტი ტურისტი შარშან, ვიდრე ადიოდა შარშანწინ. ჩვენ მესტია ავაშენეთ და იქ ვიყავი, რომ თავზე დავდგომოდი და გასაჩერებელი ადგილი მქონოდა. კარგი, ახლა წაიღეს ჩემი რეზიდენცია, თვითონაც აღარ დადიან - მესტიელები ამით უფრო ბედნიერები არიან?"
პრეზიდენტმა ეს განცხადება 26 თებერვალს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. სააკაშვილის მიერ ნახსენებ რეგიონში შექმნილი ტურისტული მდგომარეობის გასარკვევად ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესს ჯი-ი" მესტიის რამდენიმე სასტუმროს დაუკავშირდა, მათ შორის, ერთადერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმრო "თეთნულდს", რომლის ადმინისტრატორმა ირინა ჯაფარიძემ წელს ტურისტების ნაკლები რაოდენობა, სხვა წლებისგან განსხვავებით, მესტიის არასათანადო რეკლამირებით ახსნა:
„დღეს არავინ არ გვყავს, მაგრამ გუშინ 20-მდე კაცი გავუშვით. ფრანგები იყვნენ. თბილისიდანაც ჩამოდიან, მაგრამ უფრო მივლინებით. შეიძლება იმის ბრალიც იყოს ნაკლები მომართვა, რომ, გასულ წლებთან შედარებით, ნაკლები რეკლამირება კეთდება“.
რეკლამის და პიარის ნაკლებობას აბრალებს ტურისტების სიმცირეს „მესტია ჰაუსის“ მეპატრონე რამაზ ჯაჭვლიანიც:
„შარშან იყვნენ მეტ-ნაკლებად. წელს არ არიან. ადრე ხდებოდა რეკლამირება. სახელმწიფო აპიარებდა. ახლა ეს არ ხდება“, - განუცხადა რამაზ ჯაჭვლიანმა სააგენტო «ლაივპრესს ჯი-ის».
საქართველოს ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ რეკლამირების სიმცირეზე ტურისტული ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ. ტელეკომპანია «მეცხრე არხის» გადაცემა «ბიზნესის დროში» ტურისტული კომპანია «დისკავერ ჯორჯიას» დირექტორმა ნინო კეკელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს არასწორად აქვს შერჩეული ქვეყნები, სადაც ტურისტულ აქტივობებს გეგმავს. კერძოდ, საქართველო აპირებს იმ ქვეყნების ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, საიდანაც ტურისტული ნაკადი ისედაც დიდია.
ამ შენიშვნას იმავე ტელეგადაცემაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა:
ჩვენ ვთვლით, რომ შევარჩიეთ ის მიზნობრივი ბაზრები, რომლებიდანაც ჩვენ დღეს ნამდვილად გვყავს ტურისტული ნაკადები და ეს არის ძირითადი ტურისტული ნაკადები, რომელზეც დღეს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია დგას და, მეორე, შევარჩიეთ ის მიზნობრივი ბაზრები, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ გავზარდოთ ტურისტული ნაკადები».
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების მიუხედავად, დიდ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებზე საქართველოს პოვნა საკმაოდ გართულებულია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ორიოდე კვირის წინ გამართული ტურისტული ინდუსტრიის გამოფენაც. მასში შუა ევროპის ქვეყნების ტურისტული ფირმები, მსოფლიოს შორეული სახელმწიფოებიდან ჩამოსული ასეულობით კომპანია, გასტრონომიის და სასტუმროების პროდუქტებისა და აღჭურვილობის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.
წინა წლებში ამ და სხვა ტურისტულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო არაერთი ქართული კომპანია. ახლა კი პრაღაში იმერეთის რეგიონის მღვიმეების შესაძლებლობებს ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების სამმართველო ერთი სტენდით წარმოადგენდა.
დუშან მილკა, რომელიც ჩეხეთის ბოსკოვის რეგიონის დოლომიტური მღვიმეების სამმართველოს წარმომადგენელია, რადიო თავისუფლებას საქართველოს შესაბამისი უწყებების ვალდებულებებზე ესაუბრა:
„დაცულ ტერიტორიებს განაგებს უწყება, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ჰქვია. ჩვენი აზრით, ამ უწყებას უნდა ჩაეტარებინა პროპაგანდისტული სამუშაო როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მთელი ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით“.
გამოფენებზე აქტიურობისა და რეკლამის ნაკლებობის გარდა, ტურიზმის ექსპერტები ტურისტული ნაკადის შემცირების სხვა მიზეზებზეც საუბრობენ. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური ცვლილებებისა და დაბალაქტიური სეზონის თანხვედრაზე:
"ბუნებრივია, როდესაც მკვეთრი პოლიტიკური ძვრებია საქართველოში, ეს ასახვას პოვებს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცოტა შემცირდა რაოდენობრივად შემოდინება, თუმცა რადიკალური სხვაობა არ ყოფილა. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური შემცირების მომენტი".
პოლიტიკური სტაბილურობის გარდა, საქართველოს ტურიზმის მთავარ გამოწვევად აქტიურობის შენარჩუნებას მიიჩნევს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა კი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, მაია სიდამონიძე:
"მთავარი გამოწვევა არის ის, რომ უნდა შენარჩუნდეს აქტივობა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ იყო საკმაოდ კარგი დადებითი ტენდენცია ზრდის. ეს ტენდენცია უნდა იყოს შენარჩუნებული სხვადასხვა აქტივობების დახმარებით. ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს არის თუნდაც მის პრიორიტეტულობაზე ხშირი საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სწორი და კარგი სიგნალი, რომელიც სჭირდება არა მარტო მცირე და საშუალო ბიზნესს, არამედ პოტენციურ ინვესტორებსაც".
მაია სიდამონიძის აზრით, საქართველოს ტურისტულ სფეროს შემდგომი განვითარებისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავება, კანონმდებლობის დახვეწა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ესაჭიროება.

შეიძლება იმის ბრალიც იყოს ნაკლები მომართვა, რომ, გასულ წლებთან შედარებით, ნაკლები რეკლამირება კეთდება...ირინა ჯაფარიძე

ბუნებრივია, როდესაც მკვეთრი პოლიტიკური ძვრებია საქართველოში, ეს ასახვას პოვებს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცოტა შემცირდა რაოდენობრივად შემოდინება...ნატა კვაჭანტირაძე