დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომას არასაკმარისად მიიჩნევენ და მოითხოვენ, რომ დაისვას როგორც კალმახელიძის, ასევე შს-თა და იუსტიციის მინისტრების ახალაიას და ადეიშვილის და მთავარი პროკურორის ზოდელავას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას აკისრებენ პრეზიდენტ სააკაშვილსაც. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, პატიმართა ცემის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია სასჯელაღსრულების სისტემის ათი თანამშრომელი და ერთი იძებნება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1