თანდათან სულ უფრო მწვავდება კონფლიქტი დედაქალქის დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გარშემო. საკრებულოს უმცირესობა მიიჩნევს, რომ უმრავლესობა პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს და არჩევნების წინ დედაქალაქის მთავრობის დათხოვნა სურს. ამ მიზანს არ მალავს საკრებულოს უმრავლესობა და აცხადებს, რომ დიდ ფულს ვერ ანდობს ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც ხალხის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
საკრებულოს უმცირესობამ, რომელიც ამ ეტაპზე 22 წევრს ითვლის, პარასკევს ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომას არ დაესწრო. პროტესტი განპირობებულია იმით, რომ დღის წესრიგში არ მოხვდა დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა. ”ნაციონალური მოძრაობის” უმცირესობა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის თბილისის მოსახლეობას - ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცესის შეჩერების გარდა, სახელდება მოსალოდნელი პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით. ესენია, მაგალითად: კომუნალური ვაუჩერის დარიგება, ოპერაციებისა და მედიკამენტების დაფინანსება, ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი შენობების გამაგრება, ახალი სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა თუ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების” თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა 24 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა. ტექსტის მიხედვით, უმრავლესობა ხალხის საჭიროებათა იგნორირებას ახდენს:
”’ქართული ოცნების’ დეპუტაციამ საბოლოოდ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემების მიმართ და ეს დამოკიდებულება მდგომარეობს შემდეგში: რაც უარესია, მით უკეთესია... თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდება, შემოღებული იქნება ფედერალური მმართველობა და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, დედაქალაქს თავზე დაასვამენ ირაკლი შიხიაშვილს”.
”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებათა მთავარი ადრესატი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ პრობლემა არავის შეექმნება, რადგანაც თბილისის მთავრობას, საბიუჯეტო თანხის ”ერთი მეთორმეტედის ხარჯვის წესის გათვალისწინებით, სამოც მილიონ ლარზე მეტის გამოყენების საშუალება აქვს” და რომ ეს უპრობლემოდ დაფარავს საჭირო ხარჯებს ბიუჯეტის დამტკიცებამდე. ირაკლი შიხიაშვილი რეალურ პრობლემას ნდობის საკითხში ხედავს და აცხადებს, რომ ის არ მისცემს ბიუჯეტს დასახარჯად ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოების ნდობა არა აქვთ:
”ნდობა მთავრობის მიმართ, რომელიც დაკომპლექტებული ჰყავს ბრალდებულ გიგი უგულავას, არის ნულის ტოლი. როდესაც რაიონის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან გამგებლები ”ნაციონალური მოძრაობის”, 800-მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვის ნდობა ძალიან მცირე აქვს. იმისათვის, რომ შედგეს ურეთიერთთანამშრომლობა, გადადგეს ის მთავრობა, რომელსაც ლეგიტიმაცია პრაქტიკულად, მორალური, დაკარგული აქვს”.
საკრებულოს თავმჯდომარის ამგვარი განცხადებების მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ დედაქალაქის მერიაში. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა 24 იანვარს, უმრავლესობა არჩევნების წინ ფინანსური გავლენისათვის ბერკეტების მოპოვებას ცდილობს:
”ჩვენ ვამბობდით, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიზნები, რომ როგორმე სწრაფად ჩაიგდონ ხელში მერია და თვითონ აფათურონ ხელი ბიუჯეტში, სწორედაც რომ ისეთი მიზნებით, რომელიც შეუფერებელია ამ ბიუჯეტისთვის...”
პოლიტიკურ მიზნებს უფრო მერიის ქმედებებში ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანი, კანონი, თავისუფლება”. როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭულუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრის პარალელურად, მერია საეჭვოდ ხარჯავს დიდ თანხებს და, მაგალითად, 600 000 ლარი ახალი ამბების მომსახურებისა და სარეკლამო რგოლების განთავსებისათვის არის გამიზნული:
”ამ თვეში უკვე 53 ათასი ლარის რეკლამაა განთავსებული ტელეკომპანიებში და საზოგადოებას ამცნობენ, რომ თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდება, სოციალური პროექტები შეჩერდება და მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. მაგრამ როცა 53 ათასი ლარი თვეში უმიზნოდ იხარჯება და პიარისთვის არის განკუთვნილი, შესაძლებელია ამით სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით და თბილისის მერიის საქმიანობა შეისწავლოს”.
მოწოდებების, ბრალდებებისა და აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობის მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი მერიასა და საკრებულოს საერთო ენის გამონახვისა და ბიუჯეტის კონსტრუქციულად განხილვა-დამტკიცებისკენ მოუწოდებს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აღნიშნავს, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ცუდ შედეგებს მოიტანს:
”იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას და ბიუჯეტის პროექტი ჩავარდება, მაშინ ცენტრალურ ხელისუფლებას, კანონის თანახმად, ეკისრება ვალდებულება, რომ თავისი წარმომადგენელი დანიშნოს და ამ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს ფუნქციონირებას და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მერი განახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციას. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი შედეგი”.
იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ განვითარდეს, დედაქალაქის ბიუჯეტის განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოს კიდევ რამდენიმე კვირა აქვს. ვადა 11 მარტისთვის ამოიწურება. საკრებულოს 25-კაციან უმრავლესობას, რომელშიც, ”ქართული ოცნების” 14 წარმომადგენლის გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატებიც შედიან, უარი არ განუცხადებია ბიუჯეტის განხილვაზე. მათი განცხადებით, მერიის მიერ ვადების დარღვევით წარმოდგენილი ჩასწორებული ბიუჯეტის პროექტი დაგვიანებით შევიდა კომისიებში და, შესაბამისად, ასე სწრაფად ვერ გავიდოდა საკრებულოს სხდომაზე.

53 ათასი ლარი თვეში უმიზნოდ იხარჯება და პიარისთვის არის განკუთვნილი, შესაძლებელია ამით სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით და თბილისის მერიის საქმიანობა შეისწავლოს...გიორგი ჭულუხაძე