თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრძანებით, უახლოეს მომავალში დედაქალაქში უსაფრთხოების სპეციალური საქალაქო სამსახური შეიქმნება. ახალი სამსახური, დებულების თანახმად, არის თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის მერიის ობიექტების, ქალაქში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებას და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას.
დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავად თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირთა პირადი უსაფრთხოების დაცვაც მოეთხოვება. ამას გარდა, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა თბილისის მერიის ობიექტებში თუ მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირება, მერიის ორგანიზებით გასამართ ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თბილისის მერისთვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და სხვა. თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის მერი.
თბილისის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სახით, ხომ არ ყალიბდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ალტერნატიული სტრუქტურა ადგილობრივ დონეზე? ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატ წევრს ჯაბა სამუშიას, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამსახური სტრუქტურულ დუბლირებას გამოიწვევს:
”აქამდე ამას ახორციელებდა ცენტრალური ხელისუფლება და ცენტრალური ორგანოები, როგორებიცაა სახელმწიფო დაცვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოები და დღეს, ფაქტობრივად, მსგავსივე ფუნქციით იქმნება, უკვე მერიის დონეზე, სამსახური. ამიტომაც ამან შეიძლება გამოიწვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის დუბლირება, რაც პირადად მე მიმაჩნია დაუშვებლად. ეს ერთი, და, მეორე, მსგავსი გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეუთანხმებლად არ უნდა განხორციელდეს.“
მეორე მხრივ, ჯაბა სამუშია იმასაც ამბობს, რომ თბილისის მერი საკრებულოსთან მიმართებით კანონს არ არღვევს, როცა დედაქალაქის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს თავისივე ბრძანებით ქმნის, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი კი განმარტავს, რომ აქ არც კონსტიტუციურ გადაცდომასთან გვაქვს საქმე:
”არავითარი კონსტიტუციის დარღვევა აქ არ არის, კონსტიტუციაში არსად არ წერია, რომ არ შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას შექმნას თავისი უსაფრთხოების სამსახური. მისი უფლებაა თავისი ბიუჯეტიდან ასეთი რაღაცა შექმნას. კონსტიტუციის დარღვევას აქ არა აქვს ადგილი. მე არ ვიცი, პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით როგორ არის, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა აქ არ არის.”
რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანახმად, თუ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს მივაქცევთ ყურადღებას და მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ თბილისის მერის ბრძანება უკვე ტენდენციის ნაწილია და ეწერება იმავე კონტექსტში, რაშიც პრეზიდენტის ბოლო დღეების ბრძანებულებები, მაშინ მრავალი კითხვა იჩენს თავს - მაგალითად, რატომ გახდა საჭირო დედაქალაქის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნა არჩევნებისშემდგომ პერიოდში, როცა ხელისუფლება ცენტრალურ დონეზე იცვლება, და რა მოცემულობამ განაპირობა ზემოხსენებული სამსახურის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა? „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, არის თუ არა თანხვედრაში ახალი სამსახურის ფუქნციები თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონთან. მისი განმარტებით, კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებაში არ არის ჩამონათვალი, რომელიც მერიას მისცემდა ისეთი სამსახურის შექმნის უფლებას, რომელიც, მაგალითად, თუნდაც საჭიროების შემთხვევაში, იზრუნებდა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის უსაფრთხოებაზე. ან რას ნიშნავს თუნდაც ეს „საჭიროების შემთხვევა”? - კითხულობს სულხან სალაძე და მერის ბრძანებისა და დებულების კიდევ ერთ ბუნდოვანებაზე ამახვილებს ყურადღებას:
”ჩვენ არ ვიცით, ეს სამსახური როგორ იმუშავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვთქვათ, დაცვის პოლიცია ჰყავს, დაცვის პოლიცია ჰყავს და აქამდე თუ პარკებსა და სკვერებში ეს სამსახური იყო, ახლა როგორ მოხდება: ესენი ერთად იმუშავებენ თუ აბსოლუტურად ჩანაცვლება მოხდება ამ სამსახურის, შინაგან საქმეთა სტრუქტურის, მერიის საქალაქო სამსახურის მიერ? ანუ ეს არის საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს. თუკი არ მოხდება სრული ჩანაცვლება, მაშინ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რაში დასჭირდა ორი სამსახური ერთდროულად თბილისის მერიას?”
აღნიშნული სამსახური გიგი უგულავას არ დაიცავს, მერის უსაფრთხოებაზე დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს, განმარტავს კითხვების პასუხად თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი აბესაძე. რაც შეეხება უშუალოდ მერიის საკუთრებაში არსებული ობიექტების დაცვას:
”აქამდე მერიის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვა ხორციელდებოდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იყო გაფორმებული დაცვის პოლიციასთან. ანუ ხდებოდა თანხების გადახდა დაცვის პოლიციისთვის, რათა მათ შეესრულებინათ აღნიშნული ფუნქცია გაცილებით ნაკლები თანხებით. თუკი ჩვენ ჩვენი სტრუქტურული ერთეულით და ჩვენი თანამშრომლების საშუალებით მოვახდენთ დაცვას, მოგვეცემა საშუალება, რომ თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვით განვახორციელოთ ეს ფუნქცია.”
ახალი სამსახურის თანამშრომლებს, ირაკლი აბესაძის განმარტებით, იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ.

არავითარი კონსტიტუციის დარღვევა აქ არ არის, კონსტიტუციაში არსად არ წერია, რომ არ შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას შექმნას თავისი უსაფრთხოების სამსახური. მისი უფლებაა თავისი ბიუჯეტიდან ასეთი რაღაცა შექმნას. კონსტიტუციის დარღვევას აქ არა აქვს ადგილი...ავთანდილ დემეტრაშვილი