რადიო თავისუფლების ისტორიაში პირველად, 2012 წელს ქართული სამსახური ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შეუდგა. საუბარია რადიო თავისუფლების მედიასკოლაზე, დამოუკიდებელი მედიის განვითარების პროგრამაზე, რომელიც დაარსდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, IREX-ის მიერ განხორციელებული G-MEDIA პროგრამის ფარგლებში. რით ხიბლავთ ახალგაზრდებს 60 წლის რადიო თავისუფლება?
სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა, 27 წლის ლევან ამირანაშვილმა მშობლებისგან გაგონილი რადიო თავისუფლება რამდენიმე წლის წინ თავისით აღმოაჩინა ინტერნეტში და ახლოს გაცნობის სურვილიც სწორედ ამის შემდეგ დაებადა:
”როდესაც საძიებო სისტემაში ვეძებდი რაღაც თემებს, პირველი ყოველთვის ვარდებოდა რადიო თავისუფლება. ეს არ იყო მხოლოდ მშრალი ნიუსი, აქ იყო მთელი ბექგრაუნდიც - რა როგორ ხდებოდა - და ძალიან ბევრ საკითხში გავერკვიე. დამაინტერესა. გარედან ძალიან საინტერესო იყო და მაინტერესებდა უკვე შიგნიდანაც - რადიო თავისუფლებაში იმიტომ მოვედი. მივხვდი, რომ რაღაც კარგ ადგილას ვხვდებოდი”.
ლევან ამირანაშვილი ლაპარაკობს რადიო თავისუფლების მედიასკოლის ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, რომ რადიო თავისუფლების ქართველი და უცხოელი კორესპონდენტების დახმარებით გაიაროს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტენსიური კურსი ჟურნალისტიკაში და დაეუფლოს თანამედროვე ჟურნალისტიკის მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის სწავლება მიმდინარეობს განათლების მულტიმედია ცენტრში (MEC), რომელიც 2012 წლის მარტში გაიხსნა და რომელიც აღჭურვილია ჟურნალისტისთვის საჭირო ყველანაირი თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. სწავლების მეთოდი დამყარებულია მულტიმედია პლატფორმაზე, რაც თანამედროვე მედიის ყველა მიმართულებას მოიცავს. ლევან ამირანაშვილი ამბობს, რომ 60 წლის რადიო თავისუფლება ახალგაზრდებს იმით იზიდავს, რომ ის მუდამ ღიაა სიახლეების მიმართ. მედიასკოლის მრავალფეროვანი არჩევანი მისთვის ”შვედურ მაგიდასთან“ ასოცირდება:
”რადიო, ტელევიზია, გაზეთი, ბლოგი - ბევრი რაღაც შეგიძლია გააკეთო... ზოგი წავიდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ზოგი ტელევიზიაში და ასე შემდეგ. ყველაფერია აქ, - საუკეთესო ლექტორები, საუკეთესო აპარატურა და ასე შემდეგ, - რომ შენ, რაც გინდა, ის გააკეთო”.
რადიო თავისუფლების ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის დასრულების შემდეგ მხოლოდ ჟურნალისტობაზე ოცნებობს 23 წლის თეატრმცოდნე მარადია ცაავა, რომელიც ვაკის სარდაფად წოდებულ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში მუშაობს. შეკითხვაზე - რატომ მოუნდა მას რადიო თავისუფლების სამუშაო გამოცდილების გაზიარება, მარადიას ასეთი პასუხი აქვს:
”თავისი ნიშა აქვს, რომელსაც არ სცდება და მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად ვითარდება, მაინც ინარჩუნებს თავის მთავარ ნიშას, თავის მთავარ სახეს და ყოველთვის აქვს სწორი, ზუსტი, ობიექტური ინფორმაცია. ყოველთვის დაბალანსებულია”.
რადიო თავისუფლებას მუდმივად განვითარების პროცესში ხედავს 20 წლის ალექსანდრე ქეშელაშვილიც - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც რადიო თავისუფლების მედიასკოლის ორთვიანი სტაჟირების პროგრამის პირველი ნაკადიდან არის. ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და სურს, რომ მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ალექსანდრე ქეშელაშვილი დარწმუნებულია, რომ რადიო თავისუფლებამ დროს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულად დაცვის წყალობით გაუძლო:
”ადამიანი თავისუფალია და, როგორიც უნდა, ისეთ დასკვნას გამოიტანს. მთავარია, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ მას ზუსტი და სრული ინფორმაცია - არაფერი არც უნდა დავაკლოთ და არც უნდა მივუმატოთ. დანარჩენი კი მისი გადასაწყვეტია. ადამიანის უფლებაა, რომ თავად გამოიტანოს აზრი. დაუბალანსებელი და არაობიექტური ინფორმაციით მას ჩვენ საკუთარი დასკვნის გამოტანის უფლებას ვუზღუდავთ”.
ალექსანდრე ქეშელაშვილის მსგავსად, ამ ეტაპზე საგამოძიებო ჟურნალისტიკის გზას გაუყვა რადიო თავისუფლების მედიასკოლის ორთვიანი სტაჟირების პროგრამის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, 27 წლის დავით დაბრუნდაშვილი, რომელიც თვლის, რომ რადიო თავისუფლების სახით მან კარგი მეგზური გაიცნო:
”თუ იგებენ, რომ რადიო თავისუფლების მუშაობასთან რაიმე შეხება მქონია, თუნდაც სტაჟირების მხრივ, ძალიან მიადვილებს ეს გასაუბრებებს და ასე შემდეგ... შეიძლება ითქვას, რომ რადიო თავისუფლების იმიჯმა იმუშავა ჩემს დასაქმებაში”.
მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები დავით დაბრუნდაშვილისთვისაც ის მთავარი ელემენტია, რომლითაც მას რადიო თავისუფლება იზიდავს. სწორედ ამ სტანდარტების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი 21 თებერვალს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, როდესაც მან რადიო თავისუფლების მედიასკოლის კურსდამთავრებულებს პირადად გადასცა დიპლომები და სერტიფიკატები:
”როგორ დავაბალანსოთ ჟურნალისტიკა? რამდენად არის ჟურნალისტიკაში ჩართული საგამოძიებო, ანალიტიკური მიმართულებები? დღეს ბლოგერები თუ სხვა ყველა ჟურნალისტია, მაგრამ რეალურად არიან კი? არა. ჟურნალისტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ იცავ სტანდარტებს. ხშირად არის, როცა ადამიანი, უბრალოდ, საკუთარ აზრებს აქვეყნებს ინტერნეტში, ვთქვათ, ბლოგის მეშვეობით. ვფიქრობ, სტანდარტები, რომლებსაც სწავლობთ, გაჩვენებთ, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ძნელია მათი დაცვა, მაგრამ ობიექტურ ჟურნალისტიკას მათი დაცვა ესაჭიროება”.
ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში, 60 წლის რადიო თავისუფლება კვლავაც განაგრძობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ჟურნალისტიკის ლაბირინთებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

რადიო, ტელევიზია, გაზეთი, ბლოგი - ბევრი რაღაც შეგიძლია გააკეთო... ზოგი წავიდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ზოგი ტელევიზიაში და ასე შემდეგ. ყველაფერია აქ...ლევან ამირანაშვილი

როგორ დავაბალანსოთ ჟურნალისტიკა? რამდენად არის ჟურნალისტიკაში ჩართული საგამოძიებო, ანალიტიკური მიმართულებები? დღეს ბლოგერები თუ სხვა ყველა ჟურნალისტია, მაგრამ რეალურად არიან კი? არა. ჟურნალისტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ იცავ სტანდარტებს...რიჩარდ ნორლანდი