Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხის აზრი რადიო თავისუფლებაზე...


რადიო თავისუფლება 60 წლისაა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:45 0:00
გადმოწერა
როგორი იყო რადიო თავისუფლება წლების წინ და როგორ უსმენდნენ მას საქართველოში; რა როლი ჰქონდა ადრე ამ მედიასაშუალებას და რა როლი აქვს დღეს - რადიო თავისუფლების 60 წლისთავზე ყოველივე ამის შესახებ აზრი ხალხს ვკითხეთ.

რაფაელ კოჩაროვი, 59 წლის: „ისიც ვიცი, რომ რადიო თავისუფლება 60 წლისაა და ისედაც ყოველ დილას ვუსმენ. ადრეც სიმართლეს ამბობდნენ და ახლაც. მაშინ ვიგებდით ხოლმე, საბჭოთა კავშირში სინამდვილეში რა ხდებოდა და მის გარეთაც. არ მეშინოდა მოსმენა, ხანდახან მთებში ავდიოდით, რომ დაგვეჭირა სიგნალი, ფეხბურთის მატჩებს ვუსმენდით ხოლმე, ამბებს... ახლაც ვუსმენ ხოლმე”.

სერგო ნათიძე, 76 წლის: „იმ ძვირფას საინფორმაციო ცნობებს, რაც ჩვენთვის მიუწვდომელი იყო, სწორედ ამ რადიოდან ვიღებდით. მე ახლაც მომწონს და ვუსმენ. ჩავრთავ ხოლმე - განსაკუთრებით, როცა აგარაკზე ვარ და რამეს ვსაქმიანობ”.

ქეთევან მესხი, 65 წლის: „ერთადერთი რადიოა, რომელსაც ვუსმენდი და დღემდე ვუსმენ, უფრო დაბალანსებულია”.

ვაჟა კაპანაძე, 60 წლის: „მეც 60-ის ვხდები და გამოდის, ერთად გადავიხიდთ იუბილეს.. მახსოვს სიკეთე, სიმართლეს ღაღადებდა ყოველთვის, თბილისიდან გავდიოდით და სიმაღლეზე ავდიოდით სადმე, რომ ამ რადიოსთვის მოგვესმინა. ახლაც მუდმივი მსმენელი ვარ თქვენი”...

მამუკა ზაალიშვილი, 66 წლის: „დიდი როლი ითამაშა შემდგომ მოვლენებზე, ჩვენც თითქოს მოგვამზადა ამ რადიომ ცვლილებებისათვის. მართლა კარგად მახსენდება. მაშინაც ვუსმენდი და ახლაც ვუსმენ ხოლმე. მაშინაც და ახლაც ეს იყო ინფორმაციის წყარო”.

მალხაზ გუგუშვილი, 57 წლის: „იცით, როგორ გვიკრძალავდნენ? ჩვენ კიდევ ჩუმად ვუსმენდით, ვცდილობდით სულ სიგნალის დაჭერას. თუ გაგიგებდნენ, სკოლიდან და ინსტიტუტიდან გარიცხვა არ აგცდებოდა.. ჩვენ კი ვფიქრობდით, რა კარგია ეს თავისუფლება, როდის მოვესწრებით ჩვენცო...”

ვახტანგ ნახუცრიშვილი, 64 წლის: „ბევრ რამეს ვიგებდით, განსაკუთრებით ისეთს, რასაც ჩვენთან მალავდნენ და ჩვენ გვსიამოვნებდა სიმართლის მომსენა”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG