Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელის სახლში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა იპოვეს


პოლიცია თავდასხმის ადგილას
პოლიცია თავდასხმის ადგილას

გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ ხელით დახატული „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა აღმოაჩინა 17 წლის ავღანელის სახლში, რომელიც გერმანიაში, მატარებელში თავს დაესხა მგზავრებს.

თავდამსხმელი ნაჯახითა და დანით იყო შეიარაღებული. მან ბავარიაში, ვიურცბურგის მახლობლად, დაჭრა მატარებლის ოთხი მგზავრი. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამქარმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

ბავარიის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრი, იოაქიმ ჰერმანი კი აცხადებს, რომ ჯერ ადრე იმის მტკიცება, ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

XS
SM
MD
LG