Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო თამბაქოს კონტროლის გამკაცრების გზაზე


კახა ღვინიანიძე , პაატა ბაირახტარი
კახა ღვინიანიძე , პაატა ბაირახტარი

საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000-მდე ადამიანი იღუპება. იმავე წყაროს ცნობით, მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება.

გადმოწერა

საქართველოს სახალხო დამცველმა 15 თებერვალს საზოგადოებას გააცნო სპეციალური ანგარიში თამბაქოს კონტროლის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველი ხელისუფლებას შეახსენებს საერთაშორისო ვალდებულებებს, აკრიტიკებს მას თამბაქოს კონტროლის სუსტი ადმინისტრირების გამო და მოუწოდებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებისკენ.საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ. „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი თვლის, რომ ცვლილებების მოსურნეები არ ითვალისწინებენ ეკონომიკურ ეფექტს. კანონპროექტის ავტორი, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე კი აცხადებს, რომ ცვლილებების არსებულ პროექტში არ განიხილება საგადასახადო პოლიტიკისა და ლიცენზირების საკითხები. ნინო გელაშვილმა პაატა ბაირახტარი და კახა ღვინიანიძე თბილისის სტუდიაში, სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG