30 ივლისს, გვიან ღამით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი კიდევ ერთხელ დაისეტყვა. ხშირი წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. სოფელ ნიჯგორში ამბობენ, რომ ზამთრის მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სამცხე-ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ივლისის თვეში უკვე მესამედ დაისეტყვა. მარტო ამ თვეში მიყენებული ზარალის ოდენობა, რეგიონის ხელმძღვანელობის მონაცემებით, დაახლოებით 5 მილიონ ლარს აღწევს. ახალციხისა და ასპინძის დაზარალებულ მოსახლეობას უკვე დაურიგდა შიფერი, ორ-ორი ტომარა ფქვილი, სამ-სამი ლიტრი ზეთი, ათ-ათი კგ მაკარონი და თითო ტომარა სასუქი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მათ საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ვალესა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში დაფიქსირდა. სტიქიამ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებსაც მიაყენა ზიანი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი ია გოგატიშვილი რეგიონისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობს.
დღევანდელი მონაცემებით, სტიქიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში 1726 ოჯახი დააზარალა. სასოფლო-სამეურნეო სავარგული 5 420 ოჯახს გაუნადგურდა რეგიონში. სეტყვამ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობასაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ორი დღეა ჯავახეთში თითო ტომარა ფქვილს არიგებენ. სასურსათო პაკეტის დანარჩენი ნაწილი ჯავახეთის დაზარალებულ მოსახლეობას უკვე მიღებული აქვს.