Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სამოცდათორმეტამდე გაიზარდა, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით დაღუპულთა რიცხვი


სირიაში 72-მდე გაიზარდა, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით მოწყობილი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი. ამის შესახებ იუწყება ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია". ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭო ემზადება საგანგებო სხდომისათვის, რომელზეც დღეს უნდა იმსჯელონ 4 აპრილს სირიაში ოპოზიციის მიერ გაკონტროლებული ქალაქის, ხან შეიხუნის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით მოწყობილ თავდასხმაზე. 4 აპრილს იუწყებოდნენ, რომ დაიღუპა 58 ადამიანი. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულების ნახევარი მაინც ბავშვები და ქალები არიან. ორგანიზაციას არ გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელი ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული ხან შეიხუნზე თავდასხმისას. ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის ვარაუდით, საქმე ეხება სარინს. შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები სირიის პრეზიდენტს აკისრებენ პასუხისმგებლობას იერიშზე მაშინ, როცა მოსკოვი, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, იცავს თავის მოკავშირეს. რუსეთი დიდ სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერას უწევს სირიის პრეზიდენტს. 2015 წლის სექტემბრიდან რუსეთი სამხედრო-საჰაერო ოპერაციებს ახორციელებს სირიის რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG