Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირებული ექსპორტი და იმპორტი


სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა.

კლება განიცადა როგორც ექსპორტმა, ასევე იმპორტმა, შესაბამისად, 12 და 5 პროცენტით. ეკონომისტების შეფასებით, ეს ძირითადად საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შედეგია, თუმცა საგარეო ვაჭრობის შემცირებაში საქართველოს ეკონომიკური პრობლემების წვლილსაც ხედავენ.

2016 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს მაშინ, როდესაც მთავრობა უამრავ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ზრდის ხელშესაწყობად. მაგრამ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

შემცირებული ექსპორტი და იმპორტი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG